ქეას ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაცია "დეა"-მ ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განახორციელა პროექტი კოვიდ19-ის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად
14/06/2021 0 ნახვა

 






2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, CARE-ს კრიზისული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,  ქალებისა და შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა საქართველოსა და სომხეთში განახორციელეს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა კოვიდ19-ის ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას მოსახლეობაზე.

 

კოვიდ19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა გაამწვავა უკვე არსებული გენდერული უთანასწორობა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეებზე, და გაზარდა უარყოფითი ზეგავლენა დაუცველ ჯგუფებზე. პანდემიამ განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ქალებისა და გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობაზე.

 

COVID19-ით გამოწვეულმა სიტუაციამ და მისმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ სათემო და ადგილობრივი ორგანიზაციები პირველი რეაგირებენ კრიზისის დროს. ადგილობრივი გადაწყვეტილებების წახალისება სათემო  და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  ერთ-ერთი გამოსავალია COVID19-ის უარყოფითი შედეგების შემცირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების საპასუხოდ. ქეას პროექტი მიზნად ისახავდა მსგავსი ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებას. ამისთვის, პროექტი თანამშრომლობდა 4  ქალთა და შშმ პირთა ორგანიზაციასთან საქართველოსა და სომხეთში.


ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში „ასოციაცია დეამ" განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პანდემიისა და პოსტპანდემიის შემდგომ პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე  (სსსმ )  ბავშვების  განათლების ხარისხის  გაუმჯობესებას პედაგოგთა, მშობელთა მხარდაჭერის და მათი უნარების და კომპეტენციების გაუმჯობესების საშუალებით.

 

ასოციაცია „დეას" მიერ ჩატარებული საჭიროებათა კვლევამ გამოავლინა, რომ დისტანციური სწავლების პირობებში, სსსმ მოსწავლეები და მათი მშობლები განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ დისტანციურ სასწავლო პროცესთან ადაპტაციის კუთხით. მათ შორის იყო: წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე,  ონლაინ სწავლების კუთხით. მშობლებისთვის სირთულე აღმოჩნდა სწორი კომუნიკაცია და მოსწავლეების სასწავლო პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა, ისევე როგორც პრობლემური ქცევის მართვა.

 

პროექტის დასაწყისში ჩატარდა საინფორმაციო სემინარი მშობელბისა და მასწავლებლების ინფორმირებისთვის შმ  პირთა უფლებების, განსაკუთრებით ბავშვთა უფლებებსა და  განათლების სფეროში   

სპეც. მასწავლებლებმა და მშობლებმა ასევე მოისმინეს ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, რომლებიც ეხებოდა: ციფრული    ტექნოლოგიების  გამოყენებას, პრობლემული ქცევის მართვის ეფექტური სტრატეგიებს და მათ გამოყენებას პრაქტიკაში, ინფორმაციას ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, სწავლების სტრატეგიებს. 

ტრენინგებს სულ 255 მასწავლებელი და მშობელი დაესწრო.

 

პროექტის შედეგად, გაუმჯობესდა მშობლებისა და სპეცმასწავლებლების  უნარ- ჩვევები   ინტერნეტის  მოხმარებისა, და   ბავშვის ეფექტური სწავლებისა და ქცევის მართვის სტრატეგიებში, კომუნიკაციაში.  მშობლებმა მიიღეს გაუმჯობესებული ცოდნა და უნარები ისეთ საკითხებში, რომელიც ხელს უწყობს   შვილების   მხარდაჭერას პანდემიით და  პოსტპანდემიით  გამოწვეული სირთულეების დაძლევის პროცესში.

 

პროექტის ბოლო გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები მშობლები, სკოლებისა და განათლების სამინისტროს წარმოამდგენლები. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ინლუზიური განათლების კუთხით არსებული წარმატებები, გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის კოვიდ19 პანდემიის პირობებში.