ქეას ფინანსური მხარდაჭერით, სომხეთში გორისის ქალთა რესურსების განვითარების ცენტრმა, განახორციელა პროექტი „ნაბიჯი მწვანე აღდგენისკენ“ გორისის მუნიციპალიტეტში, კოვიდ19-ის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად
21/06/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, CARE-ს კრიზისული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,  ქალებისა და შშმ პირების საკითხებზე მომუშავე  ორგანიზაციებმა საქართველოსა და სომხეთში განახორციელეს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა კოვიდ19-ის ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას მოსახლეობაზე.


კოვიდ19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა გაამწვავა უკვე არსებული გენდერული უთანასწორობა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეებზე, და გაზარდა უარყოფითი ზეგავლენა დაუცველ ჯგუფებზე. პანდემიამ განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ქალებისა და გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობაზე.


COVID19-ით გამოწვეულმა სიტუაციამ და მისმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ სათემო და ადგილობრივი ორგანიზაციები პირველი რეაგირებენ კრიზისის დროს. ადგილობრივი გადაწყვეტილებების წახალისება სათემო  და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  ერთ-ერთი გამოსავალია COVID19–ის უარყოფითი შედეგების შემცირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების საპასუხოდ. ქეას პროექტი მიზნად ისახავდა მსგავსი ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებას. ამისთვის, პროექტი თანამშრომლობდა 4  ქალთა და შშმ პირთა ორგანიზაციასთან საქართველოსა და სომხეთში.


სომხეთში, გორისის ქალთა რესურსების განვითარების ცენტრმა, განახორციელა პროექტი „ნაბიჯი მწვანე აღდგენისკენ“ გორისის მუნიციპალიტეტში, რომელიც მიზნად ისახავდა შეეემცირებინა კოვიდ19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენა  ქალებისთვის, რომლებიც ამავე დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ.


კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და მათი ოჯახები განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდენ. ყველაზე მწვავე პრობლემა ჯანდაცვასთან ერთად მძიმე ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობაა. მნიშვნელოვანი იყო ქალებს მიეღოთ შესაბამისი ინფორმაცია კოვიდ19 -ის უარყოფითი გავლენისგან თავდასაცავად, ისევე როგორც კვალფიციური კონსულტაცია და მხარდაჭერა, თუ როგორ გაეგრძელებინათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მათი ახალი საცხოვრებლის პირობებში.


პროექტის შედეგად, გორისში მცხოვრებმა 15 ქალმა შეიძინა ახალი ცოდნა და უნარები სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისთვის. ქალებმა მიიღეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ და მოუარონ სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურებს. ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ გამოსადეგი ჯიშების შესახებ, რომლის მოშენებაც  საკუთარ ბაღებში შეუძლიათ. პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ცოდნა და გამოცდილება სოციალური ქსელში შექმნილი ჯგუფის საშუალებით და მიეღოთ კვლალიფიციური კონსულტაცია სოფლის მეურნეობის ექსპერტისგან.


დამატებით, პროექტში გაიმართა კოვიდ19-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. მონაწილე ქალებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი ცხელი ხაზებისა და სხვა მექანიზმების შესახებ.


ბოლო ეტაპზე, პროექტის მონაწილე ქალებს გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისთვის აუცილებელი ხელსაწყოები, მცენარეების ნერგები, თესლები და სასუქები, რათა მათ შეძლონ ახალი ჯიშების დანერგვა და  მომავალში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება და გაუმჯობესება.  ეს კი ერთ-ერთი ნაბიჯია, რათა პროექტის მონაწილეებმა და მათ 60-მდე ოჯახის წევრმა შეძლონ საკვების უზრუნველყოფა და ეკონომიკური მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესება.