მესტიის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე მეორე საგრანტო კონკურსში სრული საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული კონკურსანტებისთვის. საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობას იღებენ განმცხადებლები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი და გაიარეს ბიზნეს გეგმისა და პროექტის განაცხადის მომზადების ტრენინგები.
საგრანტო კონკურსის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დივერსიფიკაციის, მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მესტიის მუციპალიტეტში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის გზით.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ინიციატივები, როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური და არაკომერციული მიმართულებებით (ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტები, შემეცნებითი-სასწავლო პროგრამები, სპეციფიური სწავლებები-ტრენინგები, ინოვაციური სათემო ინიციატივები).
რიგით მეორე საგრანტო კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტში 2021 წლის მარტში გამოცხადდა. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოეთხოვებოდათ საპროექტო იდეის წარმოდგენა, რომლის დასრულების შედეგადაც შეირჩა საუკეთესო საპორექტო იდეის მქონე განმცხადებლები.
კონკურსის მეორე ეტაპი კი გულისხმობს სრული საპროექტო განაცხადის წარმოდგენას. საგრანტო კონკურსში გასამარჯვებლად, სრული საპროექტო განაცხადის წარმოდგენის გარდა, განმცხადებლებმა წარმატებით უნდა გაიარონ საველე მონიტორინგის ეტაპი, რომელსაც „ქეა ავსტრიის" მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი და ზემო სვანეთის LAG-ი ერთობლივად განახორციელებენ. ასევე, განმცხადებლებს მოეთხოვებათ პროექტის შეფასების კომისიის წინაშე წარადგინონ პრეზენტაცია საკუთარი პროექტის შესახებ.
სრული საპროექტო განაცხადის შესავსებად გასაკეთებლად განმცხადებელმა უნდა ჩამოტვირთოს და შეავსოს აღნიშნული ფორმა და ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული წარმოადგინოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ა) ელექტრონული ვერსია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: lagmestiagrants@gmail.com
ბ) ან წარმოადგინოს ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: მესტია, კახიანის 51ა, პროექტის ოფისი.
არ მიიღება განაცხადი, რომელიც წარმოდგენილი იქნება დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია სრული საპროექტი განაცხადის ფორმაში თვითნებური ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, შეკითხვების შემცირება ან დამატება, ფორმატის ცვლილება და ა.შ. ასეთი განაცხადი არ განიხილება.
არასრულყოფილად შევსებული განაცხადი არ განიხილება.
ხელით შევსებული განაცხადის ფორმები არ მიიღება.
სრული საპროექტო წინადადების განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 2 აგვისტო 2021 წ. 18:00 სთ.
პროექტი „LEADER მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში-ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის" ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირისა დაფინანსებითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თანადაფინანსებით. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევის მობილიზაციას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის გააზრებისა და შემუშავების პროცესში მონაწილეობრივი პრაქტიკის დანერგვით, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას; აგრეთვე ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევების ინსტიტუციონალიზაციას სამოქალაქო ორგანიზაცია „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი"-ს შექმნისა და გაძლიერების ხელშეწყობის გზით და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ნაწილობრივ დაფინანსებას. პროექტის აღნიშნული კომპონენტები ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი ე.წ. LEADER მიდგომის გამოყენებით.
იხილეთ დოკუმენტები:
II საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო
სრული საპროექტო განაცხადის (ბიზნეს გეგმის) ფორმა
სრული საპროექტი განაცხადის ფორმა სოციალური ინიციატივებისთვის
დანართი-ბიუჯეტის სტრატეგიასთან შესაბამისობა-სოციალური ინიციატივებისთვის
დანართი-ცხრილები-ბიზნეს გეგმა
ბიზნეს-გეგმის შედგენის სახელმძღვანელო
პროექტის წერის დამხმარე სახელმძღვანელო სოციალური ინიციატივებისთვის