ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მცირე საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა
20/07/2021 0 ნახვა

 





პროექტის “კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება შესაძლებლობებისა და ჩართულობის გაზრდის გზით COVID-19 კრიზისის საპასუხოდ“ ფარგლებში, 
რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, დასრულდა ტრენინგ-სესიები საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული, საუკეთესო ბიზნეს იდეის მქონე ქალებისათვის.

სესიები 5-15 ივლისს მიმდინარეობდა გორში, საჩხერესა და ზუგდიდში. მონაწილეებს ჩაუტარდათ 4-დღიანი ტრენინგი ბიზნეს-გეგმის შედგენაზე, ბიუჯეტირებაზე, ბუღალტრულ აღრიცხვის, მარკეტინგისა და გაყიდვების საკითხებზე, რაც მათ ხარისხიანი და წარმატებული ბიზნეს განაცხადების წარმოდგენაში დაეხმარება. ტრენინგებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ექსპერტები უძღვებოდნენ. საზღვრიპირა სოფლებიდან ტრენინგს დაესწრო 17 მონაწილე გორში, 16 -საჩხერეში და 24 -ზუგდიდში.


ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მცირე საგრანტო კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ ეტაპზე სამზინე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრებმა დაინტერესებულმა ქალებმა წარმოადგინეს ინტერესთა გამოხატვის ფორმები. შედეგად, გამოვლინდნენ საუკეთესო ბიზნეს-იდეის მქონე განმცხადებლები. კონკურსის მეორე ეტაპზე მათ სრული განაცხადის-ბიზნეს გეგმის წარმოდგენა მოეთხოვებათ. განმცხადებლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში საშუალება ჰქონდათ 20 ივლისამდე წარმოედგინათ სრული საპროექტო განაცხადები, რომელთაგან 10 საუკეთესო ბიზნეს-გეგმა შეირჩევა.