ქეას ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის: პირველი ჰუმანიტარული მარაგი უკვე ლვოვშია
04/03/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

ვენა 3 მარტი, 2022-უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში გადაადგილებულ 870,000 მდე ადამიანს სასიცოცხლოდ ესაჭიროება დახმარება. ქეა ავსტრიის პარტნიორი ორგანიზაცია 'People in need: მოსახლეობას საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით ამარაგებს. საკვებით, ჰიგიენური ნივთებითა და საძილე ტომრებით დატვირთული ტრაილერები უკვე ლვოვშია. ასევე უკრაინისკენ პრაღიდან მიემართება ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მატარებელიც.

ოჯახები იძულებულნი არიან უსაფრთხო თავშესაფრის ძიების მიზნით დატოვონ საცხოვრებელი. გამომდინარე იქიდან, რომ 18-60 წლამდე მამაკაცები უკრაინაში რჩებიან, გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია. საზღვრები ხალხით არის სავსე. დედებს ხშირად უწევთ სიცივეში 2 დღე-ზე მეტი გაჩერება ჩვილებთან და ბავშვებთან ერთად. ზოგიერთი მათგანი ღამეს ტრანსპორტში ათენებს, ზოგიერთს კი გარეთ სიცივეში ყოფნა უწევს.

ქეას პარტნიორი ორგანიზაცია ასევე მუშაობს სლოვაკეთ-უკრაინის საზღვართან ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებთან ერთად. მათ უკვე მოაწყვეს კარვები და თავშესაფრები ქალებისა და ბავშვებისთვის და უზრუნველყოფენ საკვების მიწოდებას. ასევე ადგილზეა სანიტარული კვანძები და პორტატული საპირფარეშოები. ამას გარდა, გადამზადებული გუნდი გადაადგილებულ მოსახლეობას ფსიქო-სოციალურ დახმარებასაც უწევს.

„ადამიანებს ომიდან მიღებული ტრავმები აქვთ"-ამბობს ანდრეა ბარსდორფ-ჰაგერი, ქეა ავსტრიის აღმასრულებელი დირექტორი. „ახლა ომის მდგომარეობაში ვართ და აუცილებელია, გადაადგილებულ მოსახლეობას თავი უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ, ამიტომ  ფსიქოსოციალური დახმარება  ძალიან მნიშვნელოვანია, მათ საუბარი და გამხნევება ესაჭიროებათ".

აღმოსავლეთ სლოვაკეთის სოფლის Vyšné Nemecké-ს მიმდებარედ, დიდი კარავია გაშლილი, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება და ღამეს ათენებს. ადგილობრივი მოხალისეები მათ საკვებით, ჰიგიენური პროდუქციით ეხმარებიან და მობილურის ბარათებს აწვდიან ოჯახის წევრებთან კონტაქტი შესანარჩუნებლად.

"გადაადგილებულ პირთა უმრავლესობას მეზობელ ქვეყნებში ეგულებათ ნაცნობები, რომლებიც მათ შეიფარებენ, თუმცა მდგომარეობის გამწვავებასთან ერთად ეს სიტუაციაც შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ქვეყანაში ჩამოვლენ ადამიანები ყოველგვარი კონტაქტისა და თავშესაფრის გარეშე"-ამბობს მარკ სტისი People in Need-ის ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელი.