ქეა კავკასია შეუერთდა ქეას ჰუმანიტარულ ძალისხმევას უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად
04/03/2022 0 ნახვა

 

 

ქეა კავკასია შეუერთდა ქეას ჰუმანიტარულ ძალისხმევას უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად

4 მარტი, 2022: ქეა კავკასია შეუერთდა ქეას ჰუმანიტარულ ძალისხმევას უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად და იწყებს რესურსების მობილიზებას ქეას კრიზისის ფონდის მხარდასაჭერად უკრაინისთვის.

ქეას გლობალური კრიზისული ფონდი შეიქმნა უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდასაჭერად. დონორებისა და შემოწირულობების საშუალებით ქეა გეგმავს დაეხმაროს 4 მილიონამდე ადამიანს. ქეას სხვადასხვა ქვეყნების ოფისებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი თანხის მობილიზება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.


ქეა ავსტრიამ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაცია "People in Need" -თან ერთად დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უკრაინელი მოსახლეობისთვის. ჰუმანიტარული დახმარებით სავსე პირველი ტრაილერები უკვე უკრაინაში, ლვოვში იმყოფება, რომლებსაც გადააქვს საკვები, ჰიგიენური ნივთები, საძილე ტომრები.

ქეა კავკასია იწყებს შემოწირულობების მიღებას ქეასა და მისი პარტნიორების ჰუმანიტარული საქმიანობის მხარდასაჭერად. შემოწირულობა სრულად გადაირიცხება ქეას ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, კონკრეტულად კი: საკვები ნივთების, წყალის, ჰიგიენური საშუალებების მიწოდების, ფინანსური და ფსიქო-სოციალური დახმარების გასაწევად.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა მეზობელ ქვეყნებში თავშესაფრის საძიებლად. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცებია. იძულებით გადაადგილებულ პირებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ საკვები, წყალი, ჰიგიენური ნივთები, მათ შორის ჩვილებისთვის.

თავდასხმის შედეგად დაზარალებულ რაიონებში უკრაინაში დარჩენილ ორსულებსა და მეძუძურ ქალებს არ აქვთ წვდომა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, როგორიცაა პრენატალური და პოსტნატალური მოვლა ან მშობიარობისთვის უსაფრთხო სივრცე.

ქეა ასევე გეგმავს ჰუმანიტარულ საქმიანობას უკრაინის მეზობელ ქვეყნებში, სადაც უკრაინელმა ლტოლვილებმა შეაფარეს თავი. უკრაინისა და ყველა მეზობელი ქვეყნის საზღვართან მყოფ მოსახლეობას მუდმივად ესაჭიროება ჰუმანიტარული ნივთები, საკვები და სანიტარული საშუალებები.ქეას პარტნიორი PIN ის გუნდი უკვე მუშაობს უკრაინა სლოვაკეთის საზღვართან და ეხმარება მოსახლეობას საზღვრის უსაფრთხო გადმოკვეთაში და სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთებით. ქეა ასევე იმუშავებს რუმინეთში ადგილობრივ პარტნიორ SERA სთან ერთად, რომელსაც ქეას გუნდი ფინანსურ დახმარებას და ტექნიკურ გადამზადებას უწევს.

თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

 


საბანკო კოდი - TBCBGE 22

მიმღების დასახელება - ქეა კავკასია

ანგარიშსწორების ანგარიში - GE72TB7402036020100009  

ქეა კავკასია ასევე აამოქმედებს ცალკე გვერდს დონაციების მისაღებად უკრაინაში ჰუმანიტარული საქმიანობისთვის.

 

მედია კონტაქტი

ქეთი ქართველიშვილი Katie.Kartvelishvili@care.org

 

ქეა კავკასიის შესახებ:

ქეა კავკასიის რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს. ქეამ საქმიანობა დაიწყო როგორც ჰუმანიტარულმა სააგენტომ, რომელიც რეგიონში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას უწევდა დახმარებას. ადრეული 2000-იანი წლებიდან ქეა კავკასიამ დაიწყო გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელება, თუმცა შეინარჩუნა თავისი ჰუმანიტარული მანდატი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქეამ უპასუხა ყარაბაღის I და II ომს, 2008 წლის ომს საქართველოში, სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფებს რეგიონში, პირველადი ჰუმანიტარული საჭიროებებით: საკვების, ჰიგიენური ნივთებისა და თავშესაფრის მიწოდებით და კონფლიქტის-შემდგომი აღდგენის პროგრამების საშუალებით.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ქეა კავკასია

ნუცუბიძის ქ. 14ბ. ტ: +995 322 2913 87

geoinfo@care.org