ქეა კავკასია იწყებს უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი ან უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის მხარდაჭერას
17/03/2022 0 ნახვა

 






ქეა კავკასია, ქეა ამერიკის (CARE USA) მხარდაჭერით იწყებს უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი ან უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის მხარდაჭერას.

უკრაინა ომის დაწყების დღიდან 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უსაფრთხო თავშესაფრის საძიებად, მათი ურმავლესოება ქალები, ბავშვები და მოხუცებია. ლტოლვილთა დიდი რაოდენობა პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის საზღვრებთან იყრის თავს, თუმცა ომის დაწყების დღიდან ლტოლვილი მოსახლეობის ნაწილი საქართველოსკენაც მოემართება. ომის დაწყებამდე საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ უკრაინელი ტურისტები, რომლებმაც ვეღარ შეძლეს უკან დაბრუნება და ამჟამად სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებიან.

ქეა კავკასია განსაკუთრებით მხარდაჭერას გაუწევს ქალებს, ბავშვებს, განსაკუთრებული საჭირეოებების მქონე პირებს და სხვა გადაუდებელი საჭიროებების მქონე ადამიანებს/ოჯახებს. საჭიროების შეფასება და განსაზღვრა მოხდება ქეას მიერ შემუშავებული ჰუმანიტარული რეაგირების მექანიზმების საშუალებით.

ქეა კავკასიის ჰუმანიტარული დახმარება დაფუძნებული იქნება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგფების რეალურ საჭიროებებზე და შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქმიანობას როგორიც არის:

-გადაუდებელი საბაზისო (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) საკვებისა და ნივთების მიწოდება, მათ შორის ჰიგიენური საშუალებების ქალებისა და ბავშვებისათვის

-ერთჯერადი მრავალმიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევა

-პირველადი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება საქართველოში არსებული მხარდამჭერი სერვისები შესახებ.

ქეა კავკასია განსაკუთრებულ ყურადრებას დაუთმობს ლტოლვილი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხს

 

საჭიროებებზე მორგებული ჰუმანტარული დახმარების მოსამზადებლად, ქეა აგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას და სიტუაციის შეფასებას, რისთვისაც მომზადდა სწრაფი შეფასების კითხვარი.

 

დაგვიკავშირდით ან/და გააზიარეთ ინფორმაცია არსებული შესაძლებლობის შესახებ.

საჭიროებების შეფასების კითხვარი იხილეთ ბმულებზე:

უკრაინულად

ინგლისურად