"ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი.
პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ „ქეა კავკასია" და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა", „ქეა ავსტრიასთან" მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამისთვის კი პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდებს (14-29 წლის) შესაძლებლობების განვითარებაში, რათა, ისინი გახდნენ თავიანთი თემების აქტიური წვრები და უკეთ შეძლონ გადაწყვეტილების მიღების და მშვიდობის დამყარების პროცესებში მონაწილეობა.
პროექტი ხორციელდება ოთხ სამიზნე თემში: რიყე (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), მუჟავა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მერეთი (გორის მუნიციპალიტეტი) და კაზრეთი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).
ადგილობრივი ახალგაზრდული სამოქმედო გეგმები და საგრანტო კონკურსი
პროექტის მონაწილე ახალაგაზრდებმა, ოთხივე სამიზნე თემში (რიყე, მუჟავა, მერეთი, კაზრეთი) შეისწავლეს თემში ახალგაზრდების და სხვა წევრების საჭიროებები, გამოკვეთეს არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის მიზნით.
ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სამოქმედო პრიორიტეტული მიმართულებებია:
1) ახალგაზრდების მონაწილეობა
2) გენდერული თანასწორობა
3) მშვიდობა და უსაფრთხოება
4) ხელმისაწვდომობა რესურსებზე/სივრცეებზე
საგრანტო განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ვის შეუძლია განაცხადის წარმოდგენა?
გრანტზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ:
- სამიზნე თემებში (რიყე, მუჟავა, კაზრეთი, მერეთი) მცხოვრები ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებს;
- საინიციატივო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი წევრისგან;
- საინიციატივო ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ 14-29 წლის.
საპროექტო განაცხადი უნდა:
- იყოს წარდგენილი განაცხადების მიღების საბოლოო ვადის ამოწურვამდე (2022 წლის 4 აპრილამდე);
- საპროექტო იდეა უნდა განხორციელდეს სამიზნე თემებში (რიყე, მუჟავა, კაზრეთი, მერეთი) და შეესაბამებოდეს ახალგაზრდების სამოქმედო გეგმების პრიოტიტეტებს (ახალგაზრდების მონაწილეობა, გენდერული თანასწორობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ რესურსებზე/სივრცეებზე);
- პროექტები უნდა განხორციელდეს 2022 წლის 31 ოქტომბრამდე;
- განაცხადების შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/gfNWV3q6MjzPj6A69
- არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.
პროექტის შესარჩევი ეტაპები:
1: საპროექტო განაცხადების შევსება და მათი შეფასება;
2: საინიციატივო ჯგუფებთან ონლაინ ინტერვიუ;
3: ფინალისტი საინიციატივო ჯგუფების გამოვლენა და ტრენინგი პროექტების სრულყოფის მიზნით;
4: ფინალური პროექტების გამოგზავნა;
5: პროექტების დაფინანსება.
განაცხადების შეფასება
წარმოდგენილ განაცხადებს და ფინალურ პროექტებს შეაფასებს შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქეა კავკასიასა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას" გუნდით. შეფასება მოხდება ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
კრიტერიუმები |
ქულა(მაქს.) |
პროექტის იდეის, პრობლემის და საქმიანობების აღწერა |
5 |
პროექტის შესაბამისობა საგრანტო პრიორიტეტებთან |
5 |
პროექტის გავლენა თემზე |
5 |
პროექტში ახალგაზრდების ჩართულობა |
5 |
ჯამური ქულა (მაქს.) |
20 |
მონიტორინგი და ანგარიშგება
საგრანტო პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, „ქეა კავკასიას" და „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას" გუნდი, უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელ გუნდთან უწყვეტ კომუნიკაციასა და პერიოდულ მონიტორინგ ვიზიტებს პროექტის განხორციელების ადგილზე.
პროექტის განხორციელების პროცესში და დასრულებისას, განმახორციელებელმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
შენიშვნა: საგრანტო თანხა არ გადაირიცხება გრანტის მიმღებთან. ყველა ნივთს/მომსახურებას შეისყიდის „ქეა კავკასია" ორგანიზაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) პროცედურების შესაბამისად. ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.