მესტიელი ახალგაზრდები ადგილობრივ პრობლემებს ციფრული გზებით გადაჭრიან
18/03/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ქეა კავკასიამ, ქეა ჩეხეთთან   და ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) მჭიდრო პარტნიორობით დაიწყო ინოვაციური პროექტი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ და განავითარონ ციფრული უნარები და ადგილობრივი სოციალური პრობლემები ტექნოლოგიების გამოყენების გზით გადაჭრან. პროექტი დაფინანსებულია  ჩეხური ფონდის „ავასტის ფონდის" მიერ.

პროექტის ფარგლებში ორმოცდაათი ახალგაზრდა გაივლის ტრენინგს სამოქალაქო ჩართულობაზე, კიბერ უსაფრთხოებაზე, მედია წიგნიერებაზე, მონაცემების დამუშავებასა, ციფრულ დიზაინსა და პროგრამირებაში. პროექტის ფარგლებში დადგმილია ახალგაზრდული სამოქალაქო ინიციატივების შემუშავება და დაფინანსება.

პროექტის აქტივობები განხორცილდება ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით.

„ქეა კავკასია" პარტნიორებთან ერთად სრულიად ახალ ციფრულ სამყაროს უხსნის მესტიელ ახალგაზრდებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფლად და ქალაქად, გოგონების და ბიჭებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა არსებობდეს განვითარების შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიების სიკეთეებზე. იმედი მაქვს, ახალგაზრდების ინიციატივები ქალებისა და გოგონებისთვის მნიშვნელოვან საჭიროებებს გამოეხმაურება. გოგონებისა და ქალების გაძლიერება ქეა კავკასიის პროგრამების ფოკუსშია",- განაცხადა ქეა კავკასიის მთავარმა აღამსრულებელმა ოფიცერმა ქეთი ხაჩიძემ.

„სამოქალაქო ჩართულობისა და ციფრული უნარების განვითარების პროექტი" თორმეტ თვეს გაგრძელდება და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.

 

მედია კონტაქტი

დავით დაიაური-Davit.Daiauri@care.org

ქეთი ქართველიშვილი-Katie.Kartvelishvili@care.org