COVID19 რეაგირების პროექტის ფარგლებში ქეა კავკასია აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ადგილობრივი სათემო ინიციატივებისა და იდეების მხარდასაჭერად. პროექტი ითვალისწინებს 15-24 წლამდე გოგონების და ქალების, როგორც სამიზნე პოპულაციის, საჭიროებების გამოვლენას და ფოკუსირებული იქნება მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
ქეა კავკასია, ქეა ბრიტანეთის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს COVID19 პანდემიის ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სოფლად მცხოვრები თემების მხარდაჭერა, კერძოდ კი გოგონებისა და ქალების.
COVID19 პანდემიის კრიზისმა გამოავლინა, რომ სათემო და ადგილობრივი ორგანიზაციები პირველი რეაგირებენ კრიზისის დროს და სწორედ ამიტომ მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს COVID19-ის უარყოფითი შედეგების შემცირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების გადასაჭრელად.
ქეა კავკასია აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ადგილობრივი სათემო ინიციატივებისა და იდეების მხარდასაჭერად. პროექტი ითვალისწინებს 15-24 წლამდე გოგონების, როგორც სამიზნე პოპულაციის, საჭიროებების გამოვლენას და ფოკუსირებული იქნება ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
ქეა კავკასია იწვევს ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ინტერესის გამოხატვისთვის წინადადების წარსადგენად.
სამიზნე მიმართულებები შესაძლებელია მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი საქმიანობებით
- ონლაინ რესურსებზე/ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
- დისტანციური სწავლების/მუშაობისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება და ა.შ;
- რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ქალების მხარდაჭერა კრიზისული სიტუაციების მართვის აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და რესურსებით აღჭურვა.
* სკოლის მოსწავლე გოგოებსა და სტუდენტებს შორის ცნობიერების მაქსიმალურად გაზრდის მხარდაჭერის მიზნით პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელიც ფოკუსირებულია სკოლებსა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე.
გეოგრაფიული არეალი:
კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები.
ვის შეუძლია იდეის წარმოდგენა?
იდეის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფს, რომელიც საქმიანობას ეწევა კახეთის ან/და ქვემო ქართლის რეგიონებში და შეუძლია იმუშაოს ადგილობრივ ახალგაზრდებთან.
იდეის წარდგენისთვის აუცილებელი პირობები
- იდეა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული უნდა იყოს COVID19 ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ;
- იდეა მიმართული უნდა იყოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების, კერძოდ ახალგაზრდა გოგონების (ასაკი 15-24 წელი), მათ შორის კონფლიქტების და/ან ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა და სოციალურად დაუცველთა საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ;
- იდეის პირდაპირი მოსარგებლეების უმრავლესობას უნდა წარმოადგენდნენ ახალგაზრდა გოგონები. იდეის არაპირდაპირი მოსარგებლეები შესაძლებელია იყვნენ თემის სხვა წარმომადგენლები;
- წარმოდგენილი იდეის განხორციელება ან იდეის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა/ქმედება არ უნდა წარმოადგენდეს პოტენციურ ეკოლოგიურ საფრთხეს გარემოსათვის;
- იდეის განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაცია მოსახლეობის ჯგუფებს შორის.
სასურველია, თუკი წარმოდგენილი იდეა დაკავშირებული იქნება უკვე განხორციელებული პროექტის/ინიციატივის გაფართოებასა და გაუმჯობესებასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მდგრადობა.
ბიუჯეტი
- იდეის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს 2,000-დან 5,000 ლარამდე;
- მიმდინარე (ოპერაციული) ხარჯების ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს
გამოვლენილი იდეების შერჩევა განხორციელდება ქეას გუნდისა წევრებისა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული და მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
პირველ ეტაპზე იდეის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება იდეის წარდგენის სტანდარტული ფორმის მიხედვით (იხ. დანართი 2)
მეორე ეტაპზე ქეა დაუკავშირდება შერჩეულ ორგანიზაციებს, რომელთაც დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი;
- საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში ჯგუფის წევრების შესახებ ინფორმაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 15 აპრილი
იხილეთ:
ინტერესის გამოხატვის ფორმა
ბიუჯეტის ფორმა