უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მეზობელი ქვეყნებისკენ ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიემართა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვებია. ასევე, იზრდება ლტოლვილთა რაოდენობა საქართველოშიც. მათი უმეტესობა პოლონეთის გავლით ჩამოდის საქართველოში, ხოლო უკრაინელების მცირე ჯგუფები ქვეყანაში შემოდიან რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრიდანაც.
უკრაინელი ლტოლვილების პრიორიტეტებისა და მათ წინაშე არსებული ბარიერების უკეთ გასაგებად საქართველოში CARE-ს გუნდმა ჩაატარა მათი საჭიროებების სწრაფი შეფასების კვლევა. კვლევა შესაძლებლობას აძლებს CARE-ს და მის პარტნიორ ორგანიზაციებს უკეთ დაგეგმონ ჰუმანიტარული პროგრამები და სწორად უპასუხონ საქართველოში იძულებით გადაადგილებული უკრაინული მოსახლეობის საჭიროებებს.
მონაცემთა შეგროვება დაიწყო 17 მარტს. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 230 უკრაინულმა ოჯახმა. კითხვარი მოიცავდა სხვადასხვა თემებს რესპონდენტებისა და მათი ოჯახის წევრების საჭიროებების, უსაფრთხოების, დაცვის, ადგილმდებარეობის, ინფორმაციიაზე და სხვასხვა საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა მიერ გამოვლენილი ყველა პრიორიტეტული საკითხი დაკავშირებულია ეკონომიკურ საჭიროებებთან. ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიად გამოვლინდა ფულადი სახსხრები, შემდგომ პრიოტიტულ საჭიროებად რესპოდენტებმა მიიჩნიეს საკვები, დასაქმება/სამუშაო ადგილი პრიორიტეტულ საჭიროებებს შორის მესამე ადგილზეა, ხოლო საცხოვრებელი ადგილის იკავებს მეოთხე ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას უმეტესწილად სახელმწიფოს,კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარბით ხერხდება, სერვისის მომწოდებლები, ისევე როგორც დაზარალებული პირები დახმარებისთვის საჭირო რესურსების ამოწურვის წინაშე დგანან.
გადმოწერეთ საჭიროების კვლევის დოკუმენტი