პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში, 61-მა ახალგაზრდამ რიყის, მუჟავას, მერეთისა და კაზრეთის თემებიდან დაიწყეს მზადება საგრანტო კონკურსისთვის.
მათი იდეები ეხმიანება პროექტის დასაწყისში ახალგაზრდების მიერ მათივე თემებში ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა ახალგაზრდების საჭიროებები ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: რესურსები, მშვიდობა და უსაფრთხოება, გენდერული თანასწორობა და ახალგაზრდების მონაწილეობა.
სწორედ ამ ოთხი მიმართულების გათვალისწინებით, ახალგაზრდებმა დაიწყეს იდეებზე მუშაობა, რათა სწორად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები თავიანთ სოფლებში.
„ასეთი შესაძლებლობა იშვიათია, მითუმეტეს ჩვენს სოფელში. ის იდეები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ მთელი სოფლის მოსახლეობას გააერთიანებს. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია საინტერესო და დადებითი ცვლილებები მოვიტანოთ ჩვენივე სოფელში." - მეგი, მუჟავიდან.
პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.