პროექტის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" მონაწილეებს ბიზნეს-გეგმების ტრენინგი ჩაუტარდათ
03/06/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 16-23 მაისს, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა, მეშვიდე ფაზის"- CDI-7 ფარგლებში, ახალციხის, წალკის, რუსთავისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, პოტენციური ბენეფიციარებისათვის, ბიზნეს-გეგმის მომზადების ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს იმ აპლიკანტებმა, რომელთაც წარმატებით გადალახეს ბიზნეს-გეგმის იდეების კონკურსის პირველი ეტაპი. აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავდა, აპლიკანტებისათვის ბიზნეს-გეგმის სრული საპროექტო წინადადების მოსამზადებლად საჭირო პროცედურების დეტალურ ახსნასა და მათთვის სასარგებლო რჩევების მიცემას. საერთო ჯამში, ტრენინგებში მონაწილეობა 70-მა აპლიკანტმა მიიღო, რომელთაგანაც ბიზნეს-გეგმის სრული საპროექტო წინადადების წარდგენის შემდგომ, 31 საუკეთესო შეირჩევა და დაფინანსდება.   

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). მისი მიზნია bp-ს და BTC/SCP მილსადენების  გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაღრმავება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სტაბილური საარსებო პირობების შექმნის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობის გზით.

პროექტის სამიზნე არეალი მოიცავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და სამხრეთ კავკასიური მილსადენების (SCP) გასწვრივ მდებარე 98 თემს, გარდაბნის, მარნეულის, რუსთავის, წალკის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.