17-18 ივნისს, მესტიამ, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, საქართველოს მთის განვითარების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის მთავარი მიზანი იყო განეხილა საქართველოს მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, LEADER მიდგომისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების როლი მთისა და სოფლად მდგრად განვიათარებაში და შეემუშავებინა რეკომენდაციები მთიანი განვითარების პოლიტიკისთვის.
ENPARD III მესტია პროექტის ინიციატივით მთის განვითარების საკითხების ადვოკატირების პროცესი საქართველოს LAG ებისა და LEADER მიდგომის საშუალებით მიმდინარეობს. სოფლად არსებული საერთო პრობლემების გარდა, მთიან რეგიონებს დამატებითი გამოწვევები გააჩნიათ, მათ შორის გეოგრაფიული სიშორე, შეზღუდული ხელმისაწვდომობა მომსახურებაზე და ბაზრებზე, კლიმატის ცვლილების გავლენა, მიგრაცია. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ასევე, მთიანი რეგიონებში არსებული შესაძლებლობებისა და შედარებითი უპირატესობის გამოსავლენად, პროექტმა ხელი შეუწყო მთიანი რეგიონების LAG-ების ქსელის დაარსებას საქართველოს LAG-ების ასოციაციის პლატფორმაზე. მთის განვითარების ფორუმი ეძღვნებოდა სწორედ მთიანი LAG-ების მიერ გაწეული სამუშაოს შეჯამებას და მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვას მთის განვითარებისთვის.
მთის ფორუმის ორგანიზატორი იყო ქეა ავსტრია, ENPARD III პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და თანადაფინასებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლიბის მიერ მესტიია მუნიციპალიტეტში. პროექტს ახორციელებს ქეა ავსტრია PMC კვლევით ცენტრთან ერთად.
ბატონმა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგციის წარმომადგენელმა და პროგრამის მენეჯერმა, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა ღონისძიება ქეა ავსტრიასთან ერთად გახსნეს. ფორუმს ესწრებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული პარტნიორები განვითარების სფეროში, მათ შორის საქართველოში არსებული 14-ივე ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა და ENPARD პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაგრძელდა მთის რეგიონების წინაშე არსებულ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვით, რომელზეც იმსჯელეს შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ქალაბტონმა დანიელ მეულიმ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგელლებმა. მათ ასევე ისაუბრეს მთის რეგიონების გამოწვევების დაძლევის საუკეთესო სტრატეგიებზე.
ღონისძიებაზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ საქართველოს LAG-ების ინსტიტუტციონალიზაცია, საქართველოს LAG-ების ასოციაციის (GALAG) საქმიანობა და საერთო ადვოკატირების გეგმა სოფლისა და მთის განვითარებისთვის.საქართველოს LAG-ების მიერ განსაზღვრულ ადვოკატირების საკითხებს შორის არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში წარმატებით განხორციელდა და ამჟამად სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადგილობრივ განვითარების ჯგუფებს დიდი როლი აქვთ სოფლის განვითარებაში და მათ შეუძლიათ მთის განვითარების საკითხი ფართო დღის წესრიგში მოაქციონ და კონკრეტული ღონისძიებებიც გაატარაონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
ფორუმზე განხილული მესამე მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ ტერიტორიული ბრენდირება, მასთან ერთად სასურსათო უსაფრთხოებისა და ადგილობრივი პროდუქტის ხარისხისა საკითხები, რომელზეც იმსჯელეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტის GRETA-ს ორგანიზაცია Mercy Corps, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა. მონაწილეები გაეცვნენ ტერიტორიული ბრენდირების მნიშვნელობას, წარმატების მაგალითებს საქართველოსა თუ საერთაშორისო დონეზე, გამოწვევებსა და პერსეპქტივებს რომელიც ამ საკითხის ადვოკატირებას ახლავს თან. ტერიტორიული ბრენდირების საკითხის განხილვას თან ახლდა ტრადიციული სვანური ყველის „ნარჩვის" გაცნობა დამსწრეთათვის. ENPARD III მესტია პროექტის ინიციატივით სწორედ ტრადიციული სვანური ყველის ნარჩვის პოპულარიზაციისა და ბრენდირების საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.
ღონისძიების მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფების ფორმატში გააგრძელეს მსჯელობა და შეიმუშავეს პოლიტიკის რეკომენდაციები მთიანი რეგიონების განვითარებისთვის.
ფორუმის მეორე დღეს მონაწილეებმა მოინახულეს მესტიაში ENPARD პროგრამის მიერ დაფინანსებული სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები, მათ შორის ხის საამქრო, ქალთა სოციალური საწარმო, რეაბილიტირებული სპორტული მოედნები და კულტურის სახლი და სხვა.
ღონისძიებას თან ახლდა ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა/დაგემოვნება მათ შორის ტრადიციული სვანური ყველის „ნარჩვის", ტრადიციული სვანური საკრავი ინსტრუმენტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და სხვა.
პროექტი „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა" ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ხორციელდება ქეა ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
● ლევან დადიანი, პროექტის მენეჯერი, ქეა, Levan.Dadiani@care.org
● ქეთი ქართველიშვილი კომუნიკაციის კოორდინატორი, ქეა, Katie.Kartvelishvili@care.org