ქეა აგრძელებს "შეგროვებისა და დახმარების ჯგუფები სოფლად" მოდელის დანერგვას ქალთა ჯგუფებთან
20/07/2022 0 ნახვა

 

 

 


"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით" პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ქეა კავკასიის კონსულტანტი ქალთა თვითდახმარების ჯგუფებს ესტუმრა და ქეას "სოფლად შეგროვებისა და დახმარების ასოციაციის" მოდელი გააცნო.

შეხვედრები ჩატარდა ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში-თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში შექმნილ ქალთა თვითდახმარების ჯგუფის მონაწილე ქალებთან. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ქალებისთვის გაეცნო "შეგრივებისა და დახმარების ასოციაციების შექმნის მიზნები, შედეგები და უპირატესობები. სულ ჩატარდა 7 შეხვედრა, რომელსაც 60 ქალი დაესწრო.

ქეა ასევე აგრძელებს მუშაობას პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შექმნილ ჯგუფებთან.

სოფლის განვითარების ხელშემწყობი მოდელი „შეგროვებისა და დახმარების ჯგუფი სოფლად" (VSLA), შემუშავებულ იქნა 1991 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ქეას მიერ. წლების განმავლობაში, VSLA მოიცვა 7.6 მილიონზე მეტი წევრი, რაც გულისხმობს 357000 ჯგუფს, 51 ქვეყანაში. წევრების 81% ქალია.

შეგროვებისა და დახმარების ჯგუფი სოფლად (VSLA) არის წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დანაზოგებისა და სესხების მართვის მარტივი სისტემის დანერგვის გზით, ასევე, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას ჯგუფის წევრების დახმარება სოციალური ფონდის მეშვეობით.

ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საშუალებას აძლევს ქალებს დაიწყონ და განავითარონ ბიზნესები, შეიტანონ წვლილი ოჯახის ბიუჯეტში, მოიპოვონ ხმის უფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამავდროულად აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში.



პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ფონდ "ტასოსთან" პარტნიორობით პროექტი მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.​