ქეა კავკასიამ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად დაიწყო ახალი პროექტი „ახალი სიცოცხლე ლაგოდხის ბილიკებისთვის" (NLforLT). პროექტი დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP).
პროექტის მიზანია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება და გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიც ეკოსისტემების მარტივ დემონსტრირებას მოახდენს. ბილიკზე განთავსებული იქნება საინფორმაციო საინტერპრეტაციო დაფები, რომლებიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალური ფლორასა და ფაუნის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ვიზიტორებს. ბილიკს ექნება როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი დანიშნულება, სადაც ბავშვებს შეეძლებათ დაკავდნენ სახალისო სპორტული აქტივობებით.
საინტერპრეტაციო ბილიკის მოწყობის საშუალებით, პროექტი ხელს შეუწყობს კონსერვაციული ღირებულებების პოპულარიზაციას განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ბილიკი დაეხმარება ახლაგაზრდებს უკეთესად შეიგრძნონ გარემო და გაითავისონ მასთან ურთიერთობა. ეკოსისტემების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რისთვისაც ცნობიერების ამაღლება და განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ბილიკის მოწყობა ხელს შეუწყობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის პოტენციალის განვითარებას.
პროექტი ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭირდრო თანამშრომლობით.