ქეა კავკასია აგრძელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას საქართველოში
03/11/2022 0 ნახვა

 





2022 წლის 26 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქეა კავკასიასა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში გააძლიერონ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ღონისძიებები და უზრუნველყონ მათი საჭიროებების ეფექტიანად დაფარვა.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიც არის ქეა კავკასია. მადლობელი ვართ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უკეთესი სერვისები შევთავაზოთ ბენეფიციარებს. მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ქეა კავკასიასთან მომავალშიც და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდენთ მრავალი მოწყვლადი პირის მდგომარეობის გაუმჯობესებას." აღნიშნა ბ-ნ ირაკლი მხეიძემ, დევნილთა, ეკო მიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყფის სააგენტო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

„თანამშრომლობის მიზანია გავცვალოთ ინფორმაცია,  გავაუმჯობესოთ კოორდინაცია და ჩვენი პროგრამების ეფექტიანობა. შედეგად, ქეა შეძლებს უფრო მიზნობრივი გახადოს ფულადი დახმარების პროგრამა და მოიცვას ყველაზე დაუცველი მოქალაქეები. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ სააგენტოს, რომ უკეთესად უპასუხოს უკრაინელი მოქალაქეების საჭიროებებს სოციალური სერვისების მიწოდების, რეფერირების და უკრაინელი ქალების და ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში" - ქეთი ხაჩიძემ, ქეას მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა.

 

ქეა კავკასიამ მყისიერი რეაგიების პროგრამა დაიწყო კონფლიქტის დაწყებიდან პირველივე კვირებში. შედეგად ქეამ  მხარი დაუჭირა 3000-მდე უკრაინელ ლტოლვილს საქართველოში ფულადი დახმარების პროგრამით და უზრუნველყო პირველადი საჭიროებების დაფარვა ჰიგიენური და საკვები პროდუქტების მიწოდებით. გარდა ამისა, პარტნიორების ჩართულობით ქეამ იურიდიული კონსულტაციები გაუწია უკრაინის 800-ზე მეტ მოქალაქეს. სექტემბერში ქეა კავკასიამ დაიწყო პროგრამის მეორე ფაზა, რომელიც დაფინანსებულია Nachbar in Not/Neighbour in Need -ის მიერ და ხორციელდება ქეა ავტრიასთან პარტნიორობით.