სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და სხვადასხვა დაწესებულებებს, გაეცნენ მათი საქმიანობას და ახალგაზრდულს შესაძლებლებლობებს
07/11/2022 0 ნახვა

 

 

 

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის ფარგლებში მერეთის და კაზრეთის თემებში მცხოვრებ ახალგაზრდებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ აღმოეჩინათ მათთვის საინტერესო ადგილები და მიეღოთ ახალი ცოდნა. ისინი სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და სხვადასხვა დაწესებულებებს, გაეცნენ მათი საქმიანობას და ახალგაზრდულს შესაძლებლებლობებს.

 

ახალგაზრდებმა კაზრეთიდან, მოინახულეს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი და გაეცნენ ერასმუს პლუსის შესაძლებლობებს და ნორვეგიაში გაცვლით პროგრამას "From city to farm". ისწავლეს, როგორ გაშალონ კარავი ლაშქრობისას და როგორ გამოიყენონ საველე ბანაკში აუცილებელი სხვა აღჭურვილობა. ასევე, ისაუბრეს ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროცესში და  თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და  მნიშვნელობაზე.

 

„ახლა ბევრად მოტივირებული ვარ. თეთრისწაყროს ახალგაზრდული ცენტრი სწორედ ახალგაზრდების ძალისხმებით შეიქმნა და არაჩვეულებრივ საქმიანობას ეწევა იქ მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებისთვის. მჯერა, რომ მე, როგორც ახალგაზრდას, დიდი შესაძლებლობა მაქვს და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენო, იმისათვის რომ გავაძლიერო დაბა კაზრეთში მცხოვრები სხვა ახალგაზრდები და ერთიანი ძალებით შევქმნათ რაიმე ღირებული ჩვენს თემში" - სოფო, დაბა კაზრეთიდან.

 

გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში კაზრეთელი ახალგაზრდები ესტუმრნენ თბილისში ექსპერიმანტორიუმს, სადაც გაეცნენ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგებს. მათთვის ასევე შთამბეჭდავი აღმოჩნა ტექნოპარკის დათვალიერება - ნახეს ბევრი ინოვაციური პროდუქტი და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახები. ვიზიტის დასასრულს პატარა მასტერკლასიც ჩაუტარდათ, თუ როგორ იბეჭდება 7დ გამოსახულება.

 

ახალგაზრდები მერეთის თემიდან ესტუმრნენ კასპში არსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას -„კომლი" და მის ლიდერებს. „კომლის" წარმომადგენლებმა გააცნეს ახალგაზრდებს, თუ როგორ დაიწყეს საქმიანობა ყოველგვარი რესურსის გარეშე, როგორ მიიპყრეს სხვადასხვა ორგანიზაციების ყურადღება და რას აკეთებენ დღეს. ამასთან,  ისაუბრეს ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე და რა არის მათი როლი საზოგადოებაში.

 

ამის გარდა, ახალგაზრდებმა მოინახულეს კასპის პროფესიული კოლეჯი, სადაც მოისმინეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამებისა და მათთვის საინტერესო შესაძლებლობების შესახებ. მოინახულეს კასპში არსებული ტექნოპარკი და გაეცნენ მის შესაძლებლობებს, მიიღეს ცოდნა ტექნოლოგიების როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში. სასწავლო ვიზიტის დასასრულს, კი მერეთელმა ახალგაზრდებმა ნახეს ხელოვნების სახლში მიმდინარე გამოფენა, გაესაუბრნენ   ხელოვნების სახლის წარმომადგენლებს, გაიგეს მათი საქმიანობის ისტორია და მიიღეს ცოდნა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობებზე.

 

„ჩემთვის ყველა საინტერსო ტექნოპარკის და „კომლის" მონახულება იყო, რადგან აქამდე არც ვიცოდი მსგავსი რამ, ჩვენთან ახლოს თუ არსებობდა. განსაკუთრებით  მომხიბლა ტექნოპარკის 3D პრინტერმა. ასევე, დიდი მოტივაცია მომცა ახალგაზრდული ცენტრის დაარსების ისტორიამ და მომავალში, მინდა მეც შევქმნა ისეთი რამ, რომელიც ჩვენი, მერეთის თემის ახალგაზრდებს მეტ შესაძლებლობას მისცემს რომ განვითარდნენ და იზრუნონ ჩვენი სოფლის კეთილდღეობაზე" - ნიკა, მერეთის თემიდან.