თბილისი. 28 ნოემბერი 2022 - 28 ნოემბერს, გაიმართა დისკუსია "კოვიდ-19-ზე რეაგირება ადგილობრივ დონეზე", რომლის მონაწილეებმა პანდემიასთან ბრძოლის დროს სათემო დონეზე გამოყენებულ ძირითად მიდგომებსა და გამოცდილებაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის რგოლისა როლისა და მისი შესაძლებლობების შესახებ კრიზისების მართვის პროცესში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ქეთევან ხაჩიძე, „ქეა კავკასიის" აღმასრულებელი დირექტორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში (WHO), სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენლები და ოჯახის ექიმები.
„ქეა მხარს უჭერს ადგილობრივი თემის ჩართულობას და ადგილობრივი აქტორების პოტენციალის უკეთ გამოყენებას ჯანდაცვის პრობლემებზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ ზოგადად ვაქცინაციის გაუმჯობესების და ჯანდაცვის საკითხებზე საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობის მიზნით", - აღნიშნა ქეა კავკასიის ხელმძღვანელმა ქეთი ხაჩიძემ.
დისკუსიის მონაწილეებისა და სტუმრების მიერ აღინიშნა, რომ ადგილობრივი თემების მონაწილეობა დიდ მნიშვნელობას ატარებდა კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს, მათ შორის ინფორმაციის გავრცელების მიმართლუბით. აღინიშნა პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლი და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასევე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო კოორდინაცია და თანამშრომლობა სხვადასხვა რგოლს შორის და კონტექსტზე მორგებული ღონისძიებების გატარება.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „COVID-19 უარყოფითი გავლენის შემცირება მოსახლეობაზე", რომელიც საქართველოში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის საპასუხოდ „ქეა კავკასიამ" „ქეა ბრიტანეთთან" თანამშრომლობით 2022 წლის თებერვალ- ნოემბერში განახორციელა.
პროექტის შესახებ
პროექტის მიზანია COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე და ვაქცინაციის მოცვის გაუმჯობესება, სამედიცინო პერსონალის COVID-19-ზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობების გაზრდითა და ყველაზე დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის გზით. პროექტის ფარგლებში თითქმის 89,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა დედოფლისწყაროს და რუხის საავადმყოფოები, ხოლო კახეთსა და ქვემო ქართლში პირველადი ჯანდაცვის ობიექტში 800-მდე ექიმს გადაეცა პირველადი დაცვის საშუალებები და გაძლიერდა მათი უნარები კოვიდ ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვისა და ანგარიშგების კუთხით.
გარდა ამისა, ქეამ მხარი დაუჭირა ადგილობრივი ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კოვიდის სხვა უარყოფითი გავლენის შემცირებას და კორექტირებას: მათ შორის, ციფრული უფსკრულის შემცირებას რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ციფრული უნარების გაზრდის გზით, გოგონებისა და ქალებისთვის გაძლიერებას რეპროდუქციულ ჯანრმთელობის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების გზით, რომელმაც 500-ზე მეტი გოგონა მოიცვა. თითოეულ მათგანს მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით გადაეცა ქეას ცნობილი შეკვრა, რომელიც გოგოების საჭიროებებზე იყო მორგებული.
ქეა კავკასიის შესახებ: ქეა კავკასიის რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს და ჰუმანიტარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს ახორციელებს. ჩვენი მისიაა სიღარიბის გამომწვევი მიზეზებისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად. ქეას პროგრამები ფოკუსირდება ქალებზე, ახალგაზრდებსა და კონფლიქტით დაზარალებული და ურბანული ცენტრებიდან დაშორებულ რეგიონების მოსახლეობაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.care-caucasus.org.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
თათია გეთია
ადმინისტრაციული და კომუნიკაციის ოფიცერი
ქეა კავკასია
E-mail tatia.getia@care.org;
T: +995 599329018