პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მეშვიდე ფაზა CDI-7 აცხადებს საგრანტო კონკურსებს
06/12/2022 0 ნახვა

 





პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" მეშვიდე ფაზა CDI-7 აცხადებს საგრანტო კონკურსებს შემდეგი მიმართულებებით:


  • ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა
  • სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა
  • გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:


  • ბიზნეს პროექტებისთვის - 29.12.2022;
  • სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის - 25.01.2023.

 

საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს და შეავსოთ შესაბამისი განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია „ქეა კავკასიის" ვებ-გვერდზე: https://www.care-caucasus.org.ge/index.php?m=22&news_id=260&lng=geo


პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია".