ახალგაზრდები უზიარებენ თემში არსებულ პრობლემებს საზოგადოებას
19/12/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

გენდერული უთანასწორობა, ნაადრევი ქორწინება, რესურსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ახალგაზრდებმა ფორუმთეატრის საშუალებით გაუზიარეს საზოგადოებას. შემდეგ კი, ერთობლივად განიხილეს ამ პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზები.

 

"ფორუმ თეატრი დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩემთვის. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ვინაიდან მოსახლეობას დავანახეთ ის ძირითადი პრობლემები რაც გვაწუხებდა თემში. პროცესი ძალიან საინტერესო იყო. მაყურებელი გარედან აკვირდებოდა კონკრეტულ სიტუაციებს, ხედავდა პრობლემებს და შემდეგ, ერთობლივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვეძებდით ისეთ გზებს და მეთოდებს, რომლებიც ამ პრობლემებს მშვიდობიანად მოაგვარებდა" - ამბობს სოფო ყაფლანიშვილი, კაზრეთიდან.

 

ფორუმ-თეატრი ერთ-ერთი კარგი მეთოდია, საზოგადოების წევრებს დაანახო მთავარი პრობლემები და  მისცე საშუალება თავად გახდნენ მსახიობები, შეცვალონ პროცესის მიმდინარეობა სასურველი სცენარით, ისე რომ, საბოლოოდ წარმოდგენილი პრობლემები გადაიჭრას.

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და „თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.