მიმდინარე წლის დეკემბერში, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა, მეშვიდე ფაზ"-ის (CDI-7) ფარგლებში, ახალციხის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, დაინტერესებული სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის „საპროექტო განაცხადის წერა/ბიუჯეტირების" ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერ-კონსულტანტი გიორგი თვალიაშვილი. აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავდა, დამსწრეთათვის სრული საპროექტო განაცხადის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების დეტალურ ახსნასა და მათთვის სასარგებლო რჩევების მიცემას. საერთო ჯამში, ტრენინგებში მონაწილეობა 30-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). მისი მიზნია bp-ს და BTC/SCP მილსადენების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაღრმავება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სტაბილური საარსებო პირობების შექმნის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობის გზით.