პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მონაწილეებს ბიზნეს-გეგმების ტრენინგი ჩაუტარდათ
08/02/2023 0 ნახვა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7-8თებერვალს, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა, მეშვიდე ფაზის"- CDI-7 ფარგლებში, ახალციხის, წალკის, რუსთავისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, პოტენციური ბენეფიციარებისათვის, ბიზნეს-გეგმის მომზადების ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს იმ აპლიკანტებმა, რომელთაც წარმატებით გადალახეს ბიზნეს-გეგმის იდეების კონკურსის პირველი ეტაპი. აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავდა, აპლიკანტებისათვის ბიზნეს-გეგმის სრული საპროექტო წინადადების მოსამზადებლად საჭირო პროცედურების დეტალურ ახსნასა და მათთვის სასარგებლო რჩევების მიცემას. საერთო ჯამში, ტრენინგებში მონაწილეობა 130-მდე აპლიკანტმა მიიღო, რომელთაგანაც ბიზნეს-გეგმის სრული საპროექტო წინადადების წარდგენის შემდგომ, საუკეთესოები შეირჩევა და დაფინანსდება.  

 

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP).