ქეა კავკასია უერთდება მიწისძვრით დაზარალებული თურქეთისა და სირიის მოსახლეობის მხარდასაჭერ კამპანიას.
09/02/2023 0 ნახვა

 

 

პრესრელიზი


2023 წლის 9 თებერვალი: CARE Caucasus უერთდება CARE-ს ჰუმანიტარული დახმარების კამპანიას თურქეთისა და სირიის მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომლებიც დაზარალდნენ დამანგრეველი მიწისძვრებით.

 

ორშაბათს დილით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც  დაზარალდა ათასობით ადამიანი სამხრეთ თურქეთსა და  ჩრდილოეთ სირიაში. ამჟამინდელი სავარაუდო დაღუპულთა რიცხვი 11,000-ზე მეტია,  ხოლო კიდევ უფრო მეტი დაშავებულია და გადაუდებელი დახმარების მოლოდინში.

 

ზამთრის ყინვა და თოვლიანი ამინდი აფერხებს სამაშველო ოპერაციებს. რთულია იმის თქმა, თუ საბოლოოდ რამდენი ადამიანს დასჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება.

 

მიწისძვრით გამოწვეული ზარალი ჩრდილოეთ სირიის მოსახლეობისთვის 12 წლიანი სამოქალაქო ომის უარყოფით შედეგებს ემატება. 2011 წლიდან მილიონობით სირიელი სახლ-კარის გარეშეა, ხოლო ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

 

CARE- ასობით თანამშრომელი მიწისძვრის ეპიცენტრში გაზიანტეპში იმყოფება. რომ შეაფასოს საჭიროებები. ყველაზე მეტად მოსახლეობას საკვები, წყალი და თავშესაფარი ესაჭიროება!


ქეას მისია სწორედ მსგავს გადაუდებელ მომენტებში მოსახლეობის მხარდაჭერაა. 75 წელზე მეტია ჩვენ ვმუშაობთ მსგავს კრიზისებში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას ვაწვდით დაზარალებულებს. ქეა განსაკუთრებით მხარს უჭერს ქალებს და ბავშვებს რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან კრიზისების დროს.

 

CARE-სა და მისი პარტნიორების ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდასაჭერად, CARE Caucasus იღებს შემოწირულობებს, რომლებიც გადაირიცხება CARE-ის კრიზისულ ფონდში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის, კერძოდ: საკვები, წყალი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები.

 

საბანკო კოდი - TBCBGE 22

მიმღების დასახელება - CARE CAUCASUS

ანგარიშის ნომერი - GE72TB7402036020100009

 

CARE-ს შესახებ:

ქეა კავკასიის რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქეამ განახორციელა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები ყარაბაღის I და II ომის, 2008 წლის საქართველოში ომის და სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფების საპასუხოდ.

Charity Navigator-ის მიხედვით, ქეას რეიტინგი 4 ვარსკვლავითაა შეფასებული გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გამო, რაც აღნიშნავს მაღალ სანდოობას და გამორჩეული ხარისხის პროგრამას.

 

მეტი ინფორმაცია ქეა კავკასიის შესახებ იხილეთ: http://www.care-caucasus.org.ge/

 

პარტნიორობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქეა კავკასია

ნუცუბიძის ქ. 14ბ. CARE.Caucasus@care.org

ტ: +995 322 2913 87

+995 555 12 53 21