2023 წლის 23 თებერვალს, ქეა კავკასიამ გამართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, გაეძლიერებინა ადგილობრივი უკრაინული ორგანიზაციების ხმა (ჰუმანიტარულ ჭრილში), რათა მომავალში ეფექტურად იმუშაოს უკრაინის კრიზისზე საპასუხოდ.
მრგვალ მაგიდაზე, ქეა კავკასიამ თავის პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეაჯამა გასული ერთი წელი უკრაინის კონფლიქტიდან, იმსჯელა ქეასა და უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების ერთობლივ ძალისხმევაზე. ღონისძიებაზე უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ადვოკატირების განცხადება დონორებისა და საქართველოს მთავრობისთვის, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოში უკრაინული საზოგადოების მხარდაჭერა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი, უკრაინული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები და უკრაინელი ქალი აქტივისტები.
„გასული წლის განმავლობაში, ახლოდან დავინახე უკრაინული თემის სიმამაცე და გამძლეობა. ჩემთვის პატივია ვიმუშაო ამ საზოგადოებასთან ერთად საქართველოში და დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაძლიონ კრიზისი" - თქვა ქეთევან ხაჩიძემ, ქეა კავკასიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გასული წლის განმავლობაში, ქეა და მისი პარტნიორები დაეხმარნენ 960 000-ზე მეტი უკრაინელ ლტოლვილს უკრაინაში, საქართველოში, გერმანიაში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ქეამ პარტნიორებთან ერთად უკრაინის მოქალაქეებს მხარიდაუჭრა ფსიქოსოციალური და ფულადი დახმარებით, საკვებითა და ჰიგიენის ნივთებით, ასევე მათ მიიღეს ჯანმრთელობასთან, საცხოვრებელთან და განათლებასთან დაკავშირებული მხარდაჭერა.
საქართველოში ქეა კავკასია მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით გოგოებსა და ქალებს, რათა დაიკმაყოფილონ მათი ძირითადი საჭიროებები, ინტეგრირდნენ ადგილობრივ თემებთან, ჰქონდეთ ინფორმაცია და წვდომა დაცვის სერვისებზე და ჰქონდეთ შემოსავალი. ჩვენ ვმუშაობთ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტთა ჯგუფებთან, რათა განვიხილოთ და ერთობლივად დავგეგმოთ ჩვენი სამომავლო ინტერვენცია.