ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა საქართველოში
24/02/2023 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

                       

 

 

                       

 

 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა კავკასიამ დაიწყო ახალი პროექტი "ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა  საქართველოში".

 

პროექტის მიზანია საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, ეკონომიკური შესაძლებლობების მხარდაჭერითა და დასაქმებისთვის უკეთესი გარემოს ხელშეწყობის გზით. პროექტის სამიზნე არეალია თბილისი, იმერეთის და აჭარის რეგიონები.

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ქეა კავკასია მხარს დაუჭერს უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა პროგრამებითა და მექანიზმებით, მათ შორის, ხელს შეუწყობს უკრაინელების ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და აღდგენას, მათი ბიზნეს უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, განვითარებული და დამწყები ბიზნესების მხარდაჭერითა და დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

 

პროექტის სამიზნე ჯგუფებია 80-მდე უკრაინელი ლტოლვილი, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი ბიზნეს საქმიანობის წამოწყებით, მათი უმრავლესობა კი ქალია. პროექტი გაზრდის მათ შესაძლებლობებს, ბიზნესს, დარგობრივ და პროფესიულ უნარებს ბიზნესის დასაწყებად და დამატებითი დაფინანსების მისაღებად, დაუცველი ჯგუფების უზრუნველყოფას საჭირო უნარებით, რომ შეძლონ დასაქმება.

 

პროექტი განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

- უკრაინელი ლტოლვილებისთვის ტრენინგის მოდულების შემუშავება ბიზნეს უნარების გასავითარებლად;

- ბიზნესის და პროფესიული განვითარების ტრენინგების ჩატარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბიზნესის დაგეგმვა, ბუღალტერია, მეწარმეობის უნარები, მათ შორის მარკეტინგი და გაყიდვები, ახალი პარტნიორობის დამყარება;

- 4 სასწავლო და საინფორმაციო ვიდეოს შემუშავება ტრენინგის საკითხებზე;

- 10-მდე ბიზნეს იდეის შემუშავება და საპროექტო წინადადების მომზადება;

- ღონისძიების ორგანიზებას ბიზნეს წინადადებების წარდგენისა და პოტენციურ დამსაქმებლებთან დასაკავშირებლად.

 

ამასთან, პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამიზნე რეგიონებში, სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უკრაინულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციებთან, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი საქართველოში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს და მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს მათ გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

პროექტი "ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა  საქართველოში" ხორციელდება ქეა კავკასიის მიერ, „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში" (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.