ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა კავკასია მოამზადებს უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში, რათა აწარმოონ თავიანთი ბიზნესი
24/02/2023 0 ნახვა

 

 

 

 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა კავკასიამ დაიწყო ახალი პროექტი "ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა  საქართველოში", რათა ხელი შეუწყოს მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას, ეკონომიკური შესაძლებლობების მხარდაჭერითა და დასაქმებისთვის უკეთესი გარემოს ხელშეწყობის გზით.

 

პროექტის "ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა  საქართველოში" ფარგლებში, ქეა კავკასია თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან „Society and Banks"-თან ერთად ჩაატარებს 3 დღიან ბიზნეს ტრენინგებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოში, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მათ სოციალურ გაერთიანებას და ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში/ბიზნესში. ტრენინგები ჩატარდება არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმსა და ქუთაისშიც. გარდა ამისა, ქვეყნის სხვა რეგიონების დაფარვის მიზნით, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ ტრენინგებიც იმ უკრაინელებისთვი, რომლებიც ცხოვრობენ შორეულ და დაუცველ თემებში. შემუშავდება სპეციალური სასწავლო მოდულები, რათა ვუპასუხოთ როგორც დაბალი კვალიფიკაციის მქონე ლტოლვილებს, ასევე ამ სფეროში შედარებით გამოცდილ უკრაინელებს. ტრენინგები მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების ინფორმირებულობის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბიზნესის დაგეგმვა და ბიუჯეტირება, ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებები და საშუალებას მისცემს მათ, განავითარონ საკუთარი ბიზნეს ინიციატივები. შერჩეული ბიზნეს გეგმები მომავალში დაფინანსდება ქეას მიერ.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა კავკასია მხარს დაუჭერს უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა პროგრამებითა და მექანიზმებით, მათ შორის, ხელს შეუწყობს უკრაინელების ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და აღდგენას, მათი ბიზნეს უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, განვითარებული და დამწყები ბიზნესების მხარდაჭერითა და დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 

 

პროექტი “ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა  საქართველოში“ ხორციელდება ქეა კავკასიის მიერ, „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.