მიმდინარე წლის მარტში, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა, მეშვიდე ფაზა" (CDI-7) ფარგლებში, მცირე ბიზნესის კონკურსის მეორე რაუნდის გამარჯვებულებს, „შესყიდვების წესების და მოთხოვნების შესახებ", ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს უძღვებოდა, „ქეა კავკასია"-ს ფინანსური მენეჯერი თეონა მჟავია. აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავდა, დამსწრეთათვის შესყიდვების საჭირო პროცედურების დეტალურ ახსნასა და მათთვის სასარგებლო რჩევების მიცემას. საერთო ჯამში, ტრენინგში მონაწილეობა 20-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). მისი მიზნია bp-ს და BTC/SCP მილსადენების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაღრმავება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სტაბილური საარსებო პირობების შექმნის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობის გზით.