უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ათასობით უკრაინის მოქალაქე ჩამოვიდა, რომლებსაც სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
ქეა კავკასიამ ჩაატარა სწრაფი გენდერული ანალიზი (RGA) იმ საჭიროებებისა და პრიორიტეტების სიღრმისეული შეფასებისთვის, რომლებიც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა მიმართულებით.
ანალიზი ჩატარდა პროექტის „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია Nachbar in Not/Neighbor in Need-ის მიერ და ახორციელებს ქეა კავკასია ქეა ავსტრიის მხარდაჭერით.