ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის
24/11/2023 0 ნახვა

 

 

 

 

 

 



                               

 

 

პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე (1 ოქტომბერი, 2023 - 30 სექტემბერი, 2025)

დონორი: ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC)

სამიზნე არეალი: ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონები

სამიზნე ჯგუფები: ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები (14 დან 29 წლამდე)

მთლიანი ბიუჯეტი: 375,000 ევრო

 

ქეა კავკასიამ, ქეა ავსტრიასთან თანამშრომლობით, დაიწყო 2 წლიანი პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის (YV4BF)", რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტი ხორციელდება ქვემო-ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, ადგილობრივ პარტიორ ორგანიზაციებთან, თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრთან და ნეოგენთან თანამშრომლობით. ინიციატივა ეფუძნება ADA-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის (YV4P)" გამოცდილებას, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობას ბოლნისის, გორის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

 

YV4BF პროექტი აძლიერებს და აერთიანებს 14-29 წლამდე ახალგაზრდებს და ეხმარება მათ, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და წვლილი შეიტანონ თავიანთი სოფლების განვითარებაში.

 

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი, ერთიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

უფრო კონკრეტულად, პროექტი აძლიერებს საქართველოს შორეულ სოფლებში, მათ შორის, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

 

ორი წლის განმავლობაში:


  • ახალგაზრდები გახდებიან ბევრად მოტივირებულები და ძლიერები, გაიუმჯობესებენ შესაბამის უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რომ წვლილი შეიტანონ თავიანთი სოფლებისა და საზოგადოების განვითარებაში.

 

  • ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაწილეობითი მეთოდოლოგიების გამოყენებით, ახალგაზრდები ჩაერთვებიან ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა ხაზი გაუსვან მათ საჭიროებებსა და პრობლემებს.

 

პროექტის შედეგად:


  • 700 ახალგაზრდა გაიუმჯობესებს ცოდნასა და უნარებს ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე. ისინი ჩაერთვებიან ახალგაზრდული კლუბების მიერ ორგანიზებულ ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა: ფილმის ჩვენებები, თეატრი, ბანაკები, იდეათონები, მრგვალი მაგიდები, გამოფენები, სპორტული ღონისძიებები და სხვ.

 

  • -  სამიზნე რეგიონებში შეიქმნება 8 ახალგაზრდული კლუბი, რომელიც გააერთიანებს 100-მდე ახალგაზრდას. ისინი იქნებიან ძირითადი აქტორები, რათა ახალი სიცოცხლე და პოზიტიური ცვლილებები მოიტანონ ადგილობრივ თემებში. კლუბის წევრები ჩართავენ სოფელში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს სახალისო, საგანმანათლებლო და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში.

 

  • -  12 ახალგაზრდა გადამზადდება ფასილიტატორად, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მობილიზაციას თავიანთ სოფლებში და დაადგინონ ადგილობრივი განვითარების პრობლემები.

 

  • -  12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება ბალკანეთში, რათა გაეცნონ მამაკაცებისა და ბიჭების ჩართვის მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროცესში.

 

  • -  100-მდე ახალგაზრდული კლუბის წევრი აქტიურად ჩაერთვება კლუბის აქტივობების, სამუშაო შეხვედრებისა და კამპანიების ორგანიზებაში, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართულ დიალოგებში. ისინი გაეცნობიან სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებისა და საზოგადოების პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული, მათ შორის YV4P პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები. გარდა ამისა, მონაწილეობას მიიღებენ იდეათონებში, სადაც განიხილავენ ადგილობრივი განვითარების გეგმაში წარმოჩენილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. საუკეთესო იდეების მქონე ახალგაზრდები კი მიიღებენ დაფინანსებას წარმოდგენილი ედეების განხორციელებისთვის.

 

  • -  180 ახალგაზრდა გაივლის ტრენინგს სამოქალაქო ჩართულობისა და ციფრული წიგნიერების შესახებ. გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს, რათა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და სასიკეთო ცვლილებები მოიტანონ საკუთარ თემში.

 

  • -  ადგილობრივი თემის 120 წევრი ჩაერთვება ახალგაზრდების მიერ ჩატარებულ თემის საჭირობების კვლევაში, რათა განისაზღვროს ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტები და საჭიროებები.

 

  • -  16 ადგილობრივი მუნიციპალური თანამდებობის პირს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და გააძლიეროს მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

 

  • -  პროექტის დასასრულს ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გამართონ დისკუსიები ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ ადგილობრივი განვითარებისა და აქტივიზმის მიმართულებით. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდული იდეები და მათი მიღწევები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.