გენდერული სამართლიანობა, უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობისთვის
06/03/2024 0 ნახვა

 

 

 

 


პროექტის სახელწოდება: გენდერული სამართლიანობა, უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობისთვის;

 

პროექტის ხანგრძლივობა: 30 თვე (1 დეკემბერი, 2023 - 30 მაისი, 2026);

 

დონორი: ევროკავშირი;

 

განმახორციელებელი პარტნიორები: CARE Caucasus, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მარნეულის სათემო რადიო, დემოკრატიის ლაბორატორია;

 

მიზანი: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერული ძალადობის შემცირება საქართველოში;

 

სამიზნე არეალი: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი;

 

მთლიანი ბიუჯეტი: 1,021,053 ევრო

 

სამიზნე ჯგუფები:

-       ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (სსო) ქვემო ქართლსა და კახეთში.

-       უკრაინელ ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციები თბილისში.

-       ქალ მეწარმეთა კლუბები.

-       უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული დაწესებულებები და მათი სტუდენტები.

-       მასწავლებლები.

-       ახალგაზრდული კლუბები.

-       ქალების ბიზნეს ინიციატივები.

 

ქეა კავკასიამ, ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო 3 წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და გენდერული ძალადობის შემცირებას საქართველოში. პროექტი ხორციელდება თბილისის, ქვემო-ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ადგილობრივ პარტიორ ორგანიზაციებთან, მარნეულის რადიოსთან, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR  და დემლაბთან თანამშრომლობით.

 

პროექტი მხარს დაუჭერს ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თბილისის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებას სამიზნე რეგიონებში.

 

სამი წლის განმავლობაში:

 

    - სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში;

- უსაფრთხო ეკონომიკური მექანიზმები ქალებისთვის, განსაკუთრებით გენდერული ნიშნით ძალადობის  მსხვერპლთათვის;

- მედიის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული კლუბების ჩართულობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში;

- საინფორმაციო სესიები, შეხვედრები და კონსულტაციები;

- საკოორდინაციო შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კერძო სექტორთან;

- საინფორმაციო კამპანიები;

- ქალი მეწარმე კლუბების მხარდაჭერა;

- იურიდიული სწავლება ქონებრივი და ეკონომიკური უფლებებისთვის;

- გენდერული განათლება უნივერსიტეტებსა და პროფესიული განათლების კოლეჯებში;

სესიები და სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტისა და პროფესიული განათლების ადმინისტრაციის წევრებთან და სტუდენტებთან.

- ადგილობრივი მედიის ჩართვა გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებში.

 

 

პროექტის შედეგად:

 

  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, მათ შორის სსო-ების, მეწარმეთა კლუბის წევრებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარება.
  • სამიზნე რეგიონებში 20 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ერთვება ტრენინგებში.
  • სამიზნე რეგიონებში  9 ქალი მეწარმე კლუბების გაზრდილი ცოდნა და შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკურ უფლებებსა და გენდერულ საკითხებში.
  • მინიმუმ 10  დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციის ინიციატივა, თითოეული მაქსიმუმ 10,000 ევროთი.
  • მინიმუმ 20 დაფინანსებული ქალი მეწარმე, თითოეული მაქსიმუმ 20,000 ევროთი.
  • მინიმუმ 50,000 ადამიანი ინფორმირებულია გენდერული თანასწორობის საკითხებზე ონლაინ კონტენტის, მედია პროდუქტებისა და სოციალური მედიის საშუალებით.
  • პროექტის ფარგლებში მომზადდება გენდერული კურსი; შემუშავდება  სარეკომენდაციო პაკეტები პროფესიული კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისთვის გენდერულად მგრძნობიარე საკითხების შესახებ.
  • მომზადდება და გავრცელდება 27 მულტიმედიური პროდუქტი გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

 

 

მხოლოდ ერთად შეგვიძლია ამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.