გაიცანით 16 წლის გიორგი, შინდისის ახალგაზრდული კლუბის ლიდერი.
გიორგი სწავლის გარდა, სპორტით არის გატაცებული. უკვე ორი წელია, რაც კრივს მისდევს და დიდი გეგმებიც აქვს მომავალში. „ყველაზე მეტად კრივში ის მომწონს, რომ შენს თავზე ხარ დამოკიდებული. შესაბამისად, წაგებასაც და მოგებასაც თავად წყვეტ."
„#YV4BF პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე და არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე შევავსე სააპლიკაციო ფორმა. პროექტმა ახალი და საოცარი შესაძლებლობები დამანახა, გავიცანი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდები. მჯერა, რომ ჩვენი კლუბი ბევრ წარმატებას მიაღწევს და ყველა ჩვენზე ალაპარაკდება."
„ახალგაზრდებს დიდი ძალა აქვთ, მთავარია მოინდომონ და შეუძლებელს შეძლებენ. მჯერა, რომ ჩვენ ბევრად თავისუფალნი ვართ და თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაზეც გვსურს. სიახლეებისადმი ღია ვართ და სწორედ ამაშია ჩვენი ძალა, სწორედ ასე შევძლებთ საუკეთესო ცვლილებების მოტანას ჩვენი თემისთვის და ქვეყნისთვის."
გიორგის ძალიან უნდა, რომ კლუბის შესახებ ხმა ბევრ ახალგაზრდამდე მივიდეს და რაც შეიძლება, მეტი ჩაერთოს არაფორმალურ განათლებაში. მალე, შინდისის კლუბი, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას დაგეგმავს, მათ შორის, იზრუნებენ გარემოსა და ისტორიული მეხსიერების აღდგენასა და შენარჩუნებაზე, გამართავენ სპორტულ შეჯიბრებს და განახორციელებენ ადამიანის უფლებების შესახებ ცნობადობის კამპანიებს.
პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.