ქეა საერთაშორისო კავკასიაში გურიისა და სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება
10/03/2014 434 ნახვა

 

 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), პროექტ ENPARD-ის ფარგლებში  გურიისა და სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

2014 წლის 6,7  მარტს შედგა  საინფორმაციო შეხვედრები ხობის, აბაშის, სენაკის,ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობებში. შეხვედრებს ესწრებოდნენ  გამგებლები, გამგებლის მოადგილეები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  საინფორმაციო-საკონსულტაციო  სამსახურებისა და რესურს ცენტრების უფროსები, გამგეობასთან არსებული საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლები.


შეხვედრის ფარგლებში მოეწყო პროექტ ENPARD საქართველოს პრეზენტაცია. პრეზენტაციის  დასრულების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.