ქეა ჩეხეთი და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE International in the Caucasus) აცხადებს საგრანტო კონკურსს საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოსავლენად “საქართველოში მცხოვრები შშმ ქალების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა“ პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების დასაქმებისა და შემოსავლის მომტანი საქმიანობების შესაძლებლობების გაზრდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში, მათი შესაძლებლობების გაძლიერების და სოციალური საწარმოების დაფინანსების გზით პრიორიტეტული საჭიროებების შესაბამისად.
პროექტი მიმდინარეობს საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - სამტრედია, სენაკი და აბაშა.
ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდებზე: www.jobs.ge და www.care-caucasus.org.ge ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტების გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურებში და CARE-ს ოფისში ქ. სამტრედიაში (მის: კაკაბაძის 8, ტელ: +995 032 2236020, +995 593 721812).
გთხოვთ გაეცნოთ ზემოთაღნიშნულ დოკუმენტებს და წარმოადგინოთ საკუთარი იდეები.
განსაკუთრებულად მოვუწოდებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს აქტიურობისკენ.
ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმები მიიღება 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით (არაუგვიანეს 18:00 საათისა) პროექტის ოფისში, მისამართზე: ქ. სამტრედია, კაკაბაძის ქუჩა №8