14 ნოემბერს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ბ-ნი დავიდ სარპონგი ესტუმრა სენაკის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ საწარმოებს "ჩვენი სივრცე" და "აგროკოლხიდა", პროექტის "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტი ეფუძნება ქეა საერთაშორისო კავკასიაში მოდელს სოციალური საწარმოების განვითარებისთვის. გირჩევთ, სენაკში ყოფნისას აუცილებლად მოინახულოთ ეს საწარმო და შეიძინოთ მათი ნაკეთობები.
პროექტი საქართველოს სამ-სამტრედიის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება და უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს ქალებისთვისა და ადგილობრივი საწარმოებისთვის. იგი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების სოციალური საწარმოებში ჩართულობას.
პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა საჭიროებები. მათზე დაყრდნობით ხდება ბენეფიციართა მომზადება და მათი უნარების განვითარება; პროექტი ეხმარება ქალებს უშუალოდ ჩაერთონ ბიზნეს იდეების მომზადებასა და განხორციელებაში და უზრუნველყოფს საუკეთესო ბიზნეს შემოთავაზებების დაფინანსებას.
ამ დრომდე ტრეინინგსა და საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ქეამ დააფინანსა 5 სოციალური საწარმო, რომელშიც დასაქმებულია 30 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონი.