”ევროკავშირის ”ლიდერის”/ადგილობრივი ჯგუფის მიდგომის დანერგვა საქართველოში
05/12/2016 0 ნახვა

24 ნოემბერს, თბილისში გაიმართა კონფერენცია "ევროკავშირის "ლიდერის"/"ადგილობრივი განვითარების ჯგუფის " მიდგომის დანერგვა საქართველოში". კონფერენცია ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით განხორციელდა. ქეამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან-Mercy Corps და People in Need -თან ერთად წარადგინა ორგანიზაციის სტრატეგია ლაგოდეხში LEADER (ლიდერის) მიდგომის დამკვიდრებასთან დაკავშირებით.

ქეა საერთაშორისო კავკასიაში "ლიდერის" მიდგომის საპილოტე პროგრამას ლაგოდეხში ახორციელებს. ლაგოდეხის სოფლებში ინტენსიური სათემო მობილიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა აქტიური მოქალაქეებისგან შემდგარი განვითარების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს. ცოტა ხნის წინ ჯგუფმა შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი სხვადსხვა სექტორების პრიორიტეტები და საჭიროებები. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ბიზნეს სექტორისთვის წამყვანი დოკუმენტი გახდება, რასაც ადგილობრივი მმართველობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით, ქეამ, ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად უკვე დაიწყო ეკონომიკური და სოციალური პროექტების მხარდაჭერის პირველი ეტაპი. უნდა ითქვას, რომ შერჩეულ პროექტებში დასაქმებულთა სულ მცირე ნახევარი ქალია.


24 ნოემბრის კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ევროპული "ლიდერის" მოდელი და ევროპული გამოცდილების გადმოტანის გზები საქართველოს რეგიონალური განვითარებისთვის. "ლიდერი" არის მიდგომა, რომელიც ევროკავშირში 1991 წლიდან განვითარდა. მიდგომა გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის ენერგიისა და რესურსების გამოყენებას არა მხოლოდ როგორც ბენეფიციარების, არამედ მათი ადგილობრივ განვითარებაში აქტიურად ჩართვის გზით. ამისთვის ყალიბდება მოქალაქეებისგან შემდგარი განვითარების ჯგუფები, რომელიც სამ სექტორს აერთიანებს და უბიძგებს ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი წვლილი შეიტანონ სოფლის განვითარებაში.


კარლო ჯამბურიამ, ლაგოდეხის გამგებელმა აღნიშნა: "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა პირადად ჩემთვის, რადგან გავეცანი "ლიდერის" მიდგომას, მისი მიმდინარეობის გამოცდილებას, მის შედეგებს და ასევე ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების, არასამთავრბო სექტორის, სამინსიტროების ხედვას ამ პროგრამასთან მიმართებაში. შედგა დისკუსია და მსჯელობა თუ მომავალში როგორ გავაძლეიროთ პროგრამა, რასაც ჩვენი ლაგდოეხი მუნიციპალიტეტი აუცილებლად შევუწყობთ ხელს".