კოოპერატივების განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.
ამ კუთხით არსებული პრობლემების განხილვის მიზნით თბილისში გაიმართა უწყებათაშორისი ფორუმი "კოოპერატივების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე" . ფორუმი განხორციელდა ქეას ორგანიზებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ფორუმს ესწრებოდნენ და გამომსვლელთა შორის იყვნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აკადემიური, საბანკო სექტორისა და სალიზინგო კომპანიების, ასევე, კოოპერატივების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.