ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის გამოცდილების გაზიარება
26/12/2016 0 ნახვა

ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომელიც "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" მიერ ჩამოყალიბდა, სამოქალაქო პლატფორმის მოდელს წარმოადგენს სოფლის განვითარებაში. სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ბიზნესის, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების 40 წარმომადგენელი 20-21 დეკემბერს ლაგოდეხში შეიკრიბა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გამოცდილების გასაზიარებლად, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოფლის განვითარებაში ჩართულობას გულისხმობს.

 

ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 2016 წლის თებერვალში დაარსდა ევროკავშირისა და "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის"(ENPARD) დახმარებით. მას შემდეგ, ჯგუფი აქტიურ მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ეკონომიკური და გარემოს დაცვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და დასაქმების საკითხებში.

 

ლიდერი(LEADER), ევროპული მიდგომა, რომელიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიერ ხორციელდება, სოფლის განვითარების წამყვან ძალას წარმოადგენს და მალე მთელ საქართველოს მოიცავს. ლაგოდეხის ლაგი 100 მდე წევრს ითვლის, მათ შორის ადგილობრივი მმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

 

შეხვედრა ჩატარდა ENPARD-ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამოქალაქო განვითარების საზოგადოებისა (CiDA) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE) ერთობლივი ორგანიზებით.