ქეას კოოპერატივები შავი ზღვის რეგიონის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფესტივალზე
22/02/2017 0 ნახვა

15-18 თებერვალს კიშინოვში გაიმართა "შავი ზღვის რეგიონის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფესტივალი 2017" და გამოფენა "ექსპოვინ მოლდოვა 2017".


ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა მოლდოვადან, საქართველოდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან თავიანთი საუკეთესო პროდუქცია წარუდგინეს საერთაშორისო ექსპერტებს. კონკურსში 400-ზე მეტი სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.


მოხარულები ვართ, რომ კონკურსში მონაწილეობა ქეას მიერ დაფინანსებულმა ორმა ღვინის კოოპერატივმა მიიღო: კოოპერატივმა "დოღურაში" ლეჩხუმიდან ნახევრად ტკბილი "ლეჩხუმური ოჯალეშით"და კოოპერატივმა "კობიძეების მარანი"ჩოხატაურიდან, რომელმაც წარმოადგინა ღვინოები "ჩხავერი" და "ცოლიკოური", დამზადებული ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით. ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო ექსპერტებისა და მოლდოვური მედია-საშუალებების ყურადღება დაიმსახურა.


ვულოცავთ წარმოდგენილ კომპანიებს ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოოპერატივების მაღალი ხარისხის ღვინოს უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.