ტენდერი კვლევის ჩატარებაზე
24/02/2017 0 ნახვა

 

”ქეა საერთაშორისო კავკასიაში”, ეტეას განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდთან (ETEA Foundation for Development and Cooepration) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს ”სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში”, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას და საქართველოს სოფლებში დასაქმების შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის მოდელის დანერგვით, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ითვალისწინებს, პროექტი ხელს შეუწყობს არაფერმერული სასოფლო საწარმოების გავრცელებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორის მოდერნიზაციას რათა გაიზარდოს მათი შემოსავლისუნარიანობა.

 

პროექტის კონკრეტული მიზანია შესაბამისი გარემოს შექმნა სიღარიბისკენ მიმართული სოციალურ-ეკონომიკური მდგრადი განვითარებისთვის ლაგოდეხის რაიონში. პროექტი იყენებს და ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ინტეგრირებული მიდგომის გავრცელებას, რომელიც მხედველობაში იღებს არა მარტო დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობებს, არამედ აგრეთვე ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა საზოგადოებრივი ურთიერთობები და განვითარება, ადამიანური განვითარება, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კულტურული თანამშრომლობა, სამოქალაქო ინტეგრაცია და ა.შ


ქეა საერთაშორისო კავკასიაში ამჟამად ეძებს კვალიფიციური კონსულტანტის/კომპანიის მომსახურებას რომელიც განახორციელებს ტერიტორიული რესურსების, არსებული და პოტენციური კონკურენტული უპირატესობების, ბაზრებისა და ღირებულებათა ჯაჭვის, მეზობელ მუნიციპალიტეტებთან კავშირების (აზერბაიჯანსა და საქართველოში), სოციალურ-კულტურული თავისებურებების და ა.შ კვლევას. კვლევა მიმართული იქნება ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გაუმჯობესებული ხედვისკენ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების სამუშაო დინამიკის განვითარებაში.


სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში,

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 6 მარტი