ავსტრიის ელჩის ვიზიტი ლაგოდეხში
06/03/2017 0 ნახვა

 

2 მარტს ლაგოდეხს მისი აღმატებულება ავსტრიის ელჩი საქართველოში ბატონი არად ბენკო ეწვია, ქალბატონ პეტრა ბენკოსთან ერთად. ბატონმა ბენკომ ძალიან საინტერესო ლექცია ჩაატარა ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, რის შემდეგაც მან ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ადგილობრივი ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. მისი აღმატებულება ბატონმა ელჩმა ასევე „ლაგოდეხის საპატიო მეგობრის" წოდება მიიღო.


ლექციის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს პროექტის მიერ დაფინანსებული ინიციატივები, გამართეს შეხვედრები და მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურება ჯგუფის საქმიანობა ადგილობრივ განვითარებას.