მისი ძალა,მისი მომავალი-ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში
10/02/2023 0 ნახვა

 





პროექტის განხორციელების ვადა:
სექტემბერი 2022 - სექტემბერი 2025
სამიზნე არეალი: სამხრეთ კავკასიის რეგიონი
სამიზნე ჯგუფი: სოფლად მცხოვრები ქალები და გოგოები
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 2,962,500 ამერიკული დოლარი


ქეა კავკასიამ  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის (DOS) მხარდაჭერით ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერების პროექტი „მისი ძალა, მისი მომავალი" დაიწყო.

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მეწარმეობის ხელშეწყობით, ასევე ტრანს სასაზღვრო ვაჭრობასა და ბიზნეს ურთიერთობებში ქალების ლიდერული მონაწილეობის მხარდაჭერით.  პროექტი ხორცილდება რეგიონულ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად:  ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის", კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) საქართველოში, სომხეთში  WINNET -ქსელი  და აზერბაიჯანში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. 

პროექტი მოიცავს სამ ძირითად ამოცანას:

-ქალთა ეკონომიკური გაძლერება და მათი ჩართულობის მხარდაჭერა ადგილობრივ პროცესებში

-ქალთა ბიზნეს/ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის ხელშეწყობა რეგიონულ დონეზე

-ახალი შესაძლებლობების შექმნა, რომ ლიდერმა ქალებმა შეძლონ მეტი სოციალური და პოლიტიკური გავლენის მოხდენა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე

 

პროექტის განხორციელების შედეგად:

-სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები 1650 მეწარმე ქალი გაიუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და ექნება მეტი წვდომა ფინანსებზე, ტექნოლოგიებზე, სამეწარმეო ცოდნასა და რესურსებზე

-130-ზე მეტი მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელი და საშუალო მეწარმე ქალი გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას მეწარმეობის მოწინავე ცოდნაზე, მენტორობასა და ინვესტიციებზე.

-თითოეულ ქვეყანაში 500 ქალი ჩაერთვება ადვოკატირებაში, საზოგადოების აქტივიზმში და მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღებაში.

პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან, უწყებათაშორის ორგანოებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა საქმიანობები სრულად შეესაბამებოდეს  ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედ სტრატეგიებს.