ფერმერთა საველე და ბიზნესის სკოლა
20/02/2023 0 ნახვა

 

 

 





პროექტის განხორციელების ვადა: ნოემბერი 2022-ოქტომბერი 2024

სამიზნე არეალი: სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი

სამიზნე ჯგუფი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მცირე და საშუალო ფერმერები, განსაკუთრებით ქალები

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 200 000  ამერიკული დოლარი

 

ქეა კავკასია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს  საპილოტე პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნესის სკოლა"(FFBS). პროექტის სამიზნე არეალია სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონები. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდა, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით. პროექტი განსაკუთრებით ხელს უწყობს მცირე მეწარმე ფერმერი ქალების პროდუქტიულობისა და შემოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდას და ეხმარება მათ სრულყოფილად ჩაერთონ სოფლის მეურნეობის სისტემაში.

 

ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის (FFBS) მოდელი შემუშავებულია ქეა საერთაშორისოს გზამკვლევის საფუძველზე და ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

FFBS არის პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომაა, რომლის ფარგლებში:

 

  • - ფერმერთა ჯგუფები რეგულარულად იკრიბებიან მოსავლის აღებისა და საქონლის წარმოების ციკლის განმავლობაში, რათა გაეცნონ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საშუალებებსა და ტექნოლოგიებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ჯგუფისთვის განკუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე.

 

  • - FFBS პროექტი შეიმუშავებს და განახორციელებს ტრენინგების ციკლს, რომელშიც თავმოყრილია ის გამოცდილება და ინსტრუმენტები, რომელიც ფერმერებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ცხოვრების დონის ამაღლებაში. მათ შორის, გენდერის, გარემოს დაცვის, კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის  და ინტეგრირებული რისკების მართვის მიმართულებით.

 

  • - პროექტი დაეხმარება ფერმერებს მარკეტინგისა და ბრენდირების მიმართულებით და ახალი ბაზრების მოძიებაში.

 

  • - ფერმერები სასწავლო ვიზიტიებისა და შეხვედრების საშუალებით გაცვლიან ინფრომაციას ახალი სტანდარტების, ბაზრების და კარგი პრაქტიკების შესახებ.

 

მოდელის განსაკუთრებული კომპონენტია გენდერულად ტრანსფორმაციული მიდგომის დანერგვა სოფლის მეურნეობაში, რომელიც შეამცირებს ფერმერი ქალების წინაშე არსებულ გენდერულ და სოციალურ ბარიერებს სოფლის მეურნეობაში. პროექტი გულისხმობს დიალოგებს გენდერული თანასწორობის შესახებ და გაზრდის ქალთა მონაწილეობას იმ ღირებულებათა ჯაჭვებში, რომელიც კაცების მიერ არის დომინირებული.

 

პროექტი მხარს უჭერს ინოვაციური და კლიმატ-გონივრული მიდგომების დანერგვას და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით ფერმერთა შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის სადემონსტრაციო ნაკვეთების საშუალებით.