განცხადება
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქეა საერთაშორისო კავკასიაში” აცხადებს საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გამოვლენილი ღირებულებათა ჯაჭვების განვითრებას და მათში მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას. კონკურსი ტარდება ”ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში (JOIN)” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ.
საგრანტო პროგრამა საქართველოს სამიზნე თემებში ერთობლივი კვლევის შედეგად გამოვლენილ ღირებულებათა ჯაჭვებზეა ორიენტირებული. გამოვლენილი ღირებულებათა ჯაჭვებია:
1. ხორცის წარმოება გარდაბნის მუნიციპალიტეტში;
2. პომიდვრის წარმოება მარნეულის მუნიციპალიტეტში;
3. ახალი კარტოფილის წარმოება ბოლნისის მუნიციპალიტეტში;
4. რძის პროდუქტების წარმოება დმანისის მუნიციპალიტეტში;
5. სასურსათე კარტოფილის წარმოება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში
6. რძის პროდუქტების წარმოება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
აღნიშნულ ღირებულებათა ჯაჭვებში სისტემური ცვლილებების შეტანა ფერმერებს შემოსავლების გაზრდის საშუალებას მისცემს, რაც განპირობებული იქნება მათი მხარდაჭერისა და ძირითადი ბაზრების გაზრდილი ეფექტურობით.
გრანტები გაიცემა ისეთი პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც:
- გააუმჯობესებენ მცირე ზომის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას (როგორიცაა სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, სასაწყობე მეურნეობა და სხვა), რაც მნიშნველოვანია ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებისთვის. ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრება;
- ხელს შეუწყობს ცოდნის ამაღლებასა და ტექნიკური შესაძლებლობების ზრდას სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და დამხმარე სერვისებში;
- უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ლობირებას და ცნობიერების ამაღლებას ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
განმცხადებელი უნდა:
- იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი/სუბიექტი, როგორიცაა, კერძო პირები, კომერციული ინსტიტუტები, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციები და სამთავრობო ორგანოები;
- ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო ან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში სამუშაო გამოცდილება და უნარი;(3-5 წლამდე შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის მართვასა და/ან არასამთავრობო სექტორში);
- იყოს პირდაპირ პასუხისმგებელი შესასრულებელი ღონისძიებების მომზადებასა და მართვაში, და არ ასრულებდეს მხოლოდ შუამავლის როლს.
საგრანტო პროგრამის საერთო საორიენტაციო ბიუჯეტი შეადგენს 140,000 აშშ დოლარს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი გრანტის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ და მაქსიმალურ თანხობრივ მოთხოვნებს:
- მინიმალური ოდენობა: 5 000 აშშ დოლარი
- მაქსიმალური ოდენობა: 40 000 აშშ დოლარი
არაკომერციულ საქმიანობასთან (როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია, ცნობიერების გაზრდა, და ა.შ.; იხილეთ სახელმძღვანელოს მე-3 თავი: საქმიანობების შესაბამისობა) დაკავშირებული გრანტის მოთხოვნაზე გათვალისწინებულია CARE-ის მთლიანი დაფინანსების მაქსიმუმ 70%. შესაბამისად, კანდიდატს მოეთხოვება პროექტის მთლიანი ღირებულების არა უმცირეს 30%-ს თანადაფინანსება. თანადაფინანსება შეიძლება მოხდეს როგორც ფულადი, ასევე არაფულადი რესურსით.
გრანტის მოთხოვნა კომერციულ პროექტებზე არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 50%-ს. თანადაფინანსება კანდიდატის საკუთარი ან სხვა რესურსებით უნდა მოხდეს.
ადვოკატირების, ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტები შესაძლებელია სრულად დაფინანსდეს აღნიშნული საგრანტო სქემის ფარგლებში.
უპირეტესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც კანდიდატის უფრო მაღალ ფინანსურ კონტრიბუციას ითვალისწინებენ. გარდა ფულადი კონტრიბუციისა, კანდიდატს ასევე შეუძლია შენატანი აქტივების სახით გააკეთოს.
დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ იხილონ ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვების ანალიზი, ეს საგრანტო განაცხადი და სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მიმაგრებილ ფაილშებში.
საპროექტო განაცხადებთან დაკავშირებით კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ საგრანტო კონკურსის დასრულებამდე 10 დღით ადრე ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ მისამართზე. წერილში გარკვევით მიუთითეთ ”საგრანტო კონკურსი”. ელ.ფოსტა: marika_bairamyan@care.org.ge
საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 აპრილი, 17:00 საათი.
განაცხადები მიიღება როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ფორმით:
ამობეჭდილი განაცხადი უნდა შეიცავდეს საპროექტო განაცხადის დასრულებულ ფორმას, რომელსაც თან დართული ექნება სხვა საჭირო დოკუმენტაციია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ერთზე მეტ განაცხადს აგზავნის, მაშინ თითოეული განაცხადის წარდგენა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს. განაცხადის ნაბეჭდი ასლი უნდა იქნას მოწოდებული დალუქულ კონვერტში პირადად, ან გამოგზავნილი კერძო საკურიერო სერვისის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:
საქართველო
ცაგარელის ქ, 37
0160 თბილისი
ქეა საერთაშორისო კავკასიაში
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კონვერტი დასათაურებული უნდა იყოს შემდეგნაირად - საკონკურსო განაცხადი ”JOIN - ადგილობრივი განვითარების ინიციატივა -III ეტაპი”. ასევე კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის სახელი, გვარი და მისამართი. დასრულებული საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ასევე უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმატის სახით კომპაქტ დისკზე (CD-Rom) ჩაწერილ რამდენიმე ან ერთ მთლიან ფაილად (განაცხადის ფორმა არ უნდა დაიშალოს რამდენიმე სხვადასხვა ფაილად). საპროექტო განაცხადის ელექტრონული ვერსია ნაბეჭდი ასლის იდენტური უნდა იყოს.
პირადად მიწოდებისას საკონკურსო განაცხადის ნაბეჭდი ასლის მომწოდებლები მიიღებენ სარეგისტრაციო ნომერს.
(ii) ელექტრონული განაცხადების მიწოდება უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე marika_bairamyan@care.org.ge და უნდა შეიცავდეს საპროექტო განაცხადის ერთ მთლიან ფაილს და ყველა საჭირო დამატებითი საბუთს (სადაც საჭიროა დასკანირებული სახით).
ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებით, ასევე სხვა საფოსტო მისამართზე გაგზავნილი საპროექტო განაცხადები არ მიიღება.
საპროექტო დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში განმცხადებელს დაუდასტურდება წერილის მიღება.
”ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში” (JOIN) პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას (ADC) მიერ (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდებს: www.mfa.at/adc, www.ada.gv.at), რომელიც ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. JOIN პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 1,135,200 ევროს.
ჩამოტვირთეთ ახალქალაქის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
ჩამოტვირთეთ ბოლნისის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
ჩამოტვირთეთ გარდაბნის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
ჩამოტვირთეთ დმანისის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
ჩამოტვირთეთ მარნეულის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
ჩამოტვირთეთ ნინოწმინდის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
ჩამოტვირთეთ ტრანს-სასაზღვრო ანალიზი
ჩამოტვირთეთ საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო
ჩამოტვირთეთ საგრანტო განაცხადის ფორმა