პროგრამა „მეგობრობის ხიდი" მიზანად ისახავს, მიეცეს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა თავიანთი როლი ითამაშონ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის დასამყარებლად. მთავარი ამოცანაა, გაღრმავდეს ურთიერთგაგება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, ხელი შევუწყოთ აქტიური მოქალაქეების და თემის წევრების ჩამოყალიბებას, რომლებიც შეძლებენ დააფასონ განსხვავებები და იფიქრონ თანამშრომლობაზე. პროექტი არის პროგრამის „Students Rebuild" და მისი წლევანდელი გამოწვევის "Facing difference" ნაწილი, რომელიც ეკუთვნის ფონდს Bezos Family Foundation.
სამიზნე არეაში მცხოვრები ახალგაზრდები, მათ შორის არსებული განსხვავებებისა და ზოგჯერ საპირისპირო დამოკიდებულებების მიუხედავად, ბევრი საერთო პრობლემის წინაშე დგანან, როგორიც არის ნაკლები ხელმისაწვდომობა განათლებაზე, დასაქმების პრობლემა, ახალგაზრდულ ცხოვრებაში ნაკლები ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს დიდი ინტერესი აქვთ, შეიტყონ მეტი რეგიონში თავიანთი თანატოლების შესახებ, მათი უმეტესობა განცალკევებულია, რადგან შეზღუდული აქვთ მოგზაურობის, სწავლისა და ერთმანეთთან კავშირის შესაძლებლობები.
ახალგაზრდების ჩაკეტილი გარემოდან გამოყვანა და ერთმანეთთან დაკავშირება, ხელს შეუწყობს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და უნარების განვითარებას, რაც თავის მხრივ დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, დემოკრატიის გაუმჯობესებას და საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას რეგიონში.
„მეგობრობის ხიდი" ერთმანეთთან დააკავშირებს ახალგაზრდებს, დაეხმარება მათ ჩაერთონ ერთობლივ ინიციატივებში და საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ „მეორე მხარე", სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით. ამ მიზნით, ქეა:
-შექმნის ახალგაზრდული კლუბებს ან მხარს დაუჭერს უკვე არსებულ კლუბებს, რითაც დაამყარებს ურთიერთგაგებას და ნდობას სხვადასხვა თემებს შორის
-დაეხმარება ახალგაზრდებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში ტრეინინგების საშუალებით სხვადასხვა თემებზე, როგორიც არის კონფლიქტების მართვა, რეგიონული ისტორია და ა.შ
-ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მცირე გრანტები თავიანთ თემებში სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად
-პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს დააკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სკაიპის/ინტერნეტ გადაცემების საშუალებით, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მეტ გახსნილობას მათგან განსხვავებულ გარემოში მცხოვრები თანატოლების მიმართ.
პროექტის „მეგობრობის ხიდი" საშუალებით, ქეა იმედოვნებს, რომ მიაღწევს მეტ ურთიერთგაგებას და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობის ერთობლივ აღქმას ახალგაზრდებს შორის. ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებას, რომლებიც ერთნაირად მიიღებენ და დააფასებენ მსგავსებებს და განსხვავებებს ხალხებს შორის და იმოქმედებენ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
პროექტის შედეგად მოხდება:
-18 წლამდე ახალგაზრდების უნარების განვითარება სამი ქვეყნის 7 თემში და ერთ კონფლიქტურ რეგიონში, რათა მათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრები და გამართონ ერთობლივი დისკუსიები სამხრეთ კავკასიის რეგიონის საერთო ისტორიაზე დაყრდნობით
-ახალგაზრდული კლუბები ყველა რეგიონში დაწერენ პროექტებს, რომლებისთვისაც 32 მცირე გრანტი გაიცემა
-კავშირების დამყარება რეგიონის ახალგაზრდებს შორის და მათსა და აშშ-ში მცხოვრებ თანატოლებს შორის
-ურთიერთგაგების მიღწევა რეგონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მათი ერთობლივი საჭიროებების და პრობლემებისა, ასევე მათ შორის არსებული განსხვავებების აღიარებით
-თემებში განხორციელებული ღონისძიებები და რეგიონული კონფერენციების შესაბამისად დოკუმენტირება მომავალი საქმიანობების დასაგეგმად