ხანგრძლივობა: იანვარი 2021 - დეკემბერი 2022
დონორი: ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC)
გეოგრაფიული არეალი: საქართველოს 4 თემი: ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი); გორის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის რეგიონი) და ბოლნისის მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის რეგიონი).
სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები (14-29 წლის) დევნილთა მჭიდრო დასახლებებიდან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი ლიდერები.
„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ 2 წლიანი პროექტია, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამისთვის კი პროექტი დაეხმარება ახალგაზრდა ქალებს და მამაკაცებს(14-29 წლის) შესაძლებლობების განვითარებაში, რათა, ახალგაზრდები გახდნენ თავიანთი თემების აქტიური წვრები და უკეთ შეძლონ გადაწყვეტილების მიღების და მშვიდობის დამყარების პროცესებში მონაწილეობა.
პროექტი გულისხმობს, საქართველოს ოთხი თემის, სულ მცირე, 450 ქალისა და მამაკაცის (14-29 წლის) ჩართულობას შესაძლებლობების განვითარებისა და გადაწყვეტილების მიღების თანამონაწილეობრივ პროცესებში, და საზოგადოებრივ ინიციატივებში. ამასთან, 5500 ქალისა და მამაკაცის, როგორც პროექტის არაპირდაპირი მონაწილის ჩართვას საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვისდა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში.
მიზნის მისაღწევად, ქეა და „თანხმობა“, პროექტის ფარგლებში გამოიყენებენ შემდეგ სტრატეგიებს:
1. 450 ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების საკითხების გამოვლენა, მკაფიოდ ჩამოყალიბება და ადვოკატირება, მათივე თემებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
2. თემის წევრებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების როლისა და საქმიანობის მნიშვნელობის თაობაზე, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის;
3. ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან მუშაობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ახლაგაზრდების მონაწილეობას გადაწყვტილების მიღების პროცესში და უზრუნველყონ მათი საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინება.
პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან, უწყებათაშორის ორგანოებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა საქმიანობები სრულად შეესაბამებოდეს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონოეზე მოქმედ სტრატეგიებს.
პროექტი პასუხობს ევროკავშირის გენდერული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებს, კონკრეტულად მე-17, მე-18, და მე-20, რომლებიც შეეხება ქალებისა და გოგონების გაზრდილ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-5 (გენდერული თანასწორობა) და მე-16 (მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოება) მიზანს.