“კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება შესაძლებლობებისა და ჩართულობის გაზრდის გზით COVID-19 კრიზისის საპასუხოდ“
27/05/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

                                                                                                                            

 

 

"კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება შესაძლებლობებისა და ჩართულობის გაზრდის გზით COVID-19 კრიზისის საპასუხოდ"

 

ხანგრძლივობა: აპრილი 2021 - სექტემბერი 2021

დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

გეოგრაფიული არეალიოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები საქართველოს სამ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები, იმერეთი - საჩხერის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი - გორის მუნიციპალიტეტი.

სამიზნე ჯგუფი: ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები და კონფლიქტით დაზარალებული ქალები, ვისაც ბიზნესის წამოწყების ან განვითარების სურვილი აქვს.

"კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება შესაძლებლობებისა და ჩართულობის გაზრდის გზით COVID-19 კრიზისის საპასუხოდ" 5 თვიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტს ახორციელებს ქეა კავკასია.

პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ხელშეწყობა ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და ეკონომიკური რესურსებით მათი უზრუნველყოფის გზით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

თემის მობილიზაცია და საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო შეხვედრები საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქალებთან ინიციატივის მიზნებისა და საქმიანობის გასაცნობა

დაინტერესებულ პირთა შერჩევა (საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი)

ტრენინგები დაინტერესებული პოტენციური გრანტის მიმღები პირებისათვის, ბიზნესის ჩამოყალიბების, მართვისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გასავითარებლად (ბიზნეს-გეგმის შედგენა და ბიუჯეტირება, ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებები, მარკეტინგი და გაყიდვები)

საგრანტო კონკურსი (მეორე ეტაპი) კონფლიქტით დაზარალებული მეწარმე ქალების ხელშეწობისა და მათი ბიზნეს იდეების რეალიზაციაში დახმარებისთვის

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთათვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა თემატურ საკითხებზე საჭიროების მიხედვით.

 

იხილეთ საგრანტო სახელმძღვანელო

იხილეთ ინტერესის გამოხატვის ფორმა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

თამარ ქასრაშვილი

პროექტის მენეჯერი, ქეა კავკასია

ელ.ფოსტა: Tamar.Kasrashvili@care.org

მობ.: 599 94 94 04

მარიამ ჭანიშვილი

პროექტის კომუნიკაციების ასისტენტი, ქეა კავკასია

ელ.ფოსტა: mari.chanishvili@care.org

მობ.: 593 11 21 57

 

 

წარმომადგენელი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში:
ირინა ჯიქია
ელ.ფოსტა: irinajikia08@gmail.com
მობ.: 599 24 60 02

წარმომადგენელი საჩხერის მუნიციპალიტეტში:

ეკა გოგატიშვილი
ელ.ფოსტა: gogatishvili1979@gmail.com
მობ.: 551 43 66 29 

წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტში:
მარიამ ბუჩუკური
ელ.ფოსტა: mariambuchukuri@gmail.com
მობ.: 598 14 86 25