ახალგაზრდების როლი მომავლისთვის
11/11/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

 

        

 

 

 

 

ხანგრძლივობა: სექტემბერი 2021 - ოქტომბერი 2022

დონორი: ბეზოს ოჯახის ფონდი

გეოგრაფიული არეალისამხრეთ კავკასიის რეგიონი

სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდები ( ასაკობრივი ჯგუფი 14-19)

 

 

„ახალგაზრდების როლი მომავლისთვის''  14 თვიანი პროექტია, რომელიც მხარდაჭერილია ბეზოს ოჯახის ფონდის Students rebuild პროგრამის ფარგლებში.

 

პროექტი "ახალგაზრდობის როლი მომავლისათვის",  ხორციელდება კავკასიის სამივე ქვეყანაში, ქეა კავკასიასა და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, რათა შეიქმნას უფრო მშვიდობიანი, ინკლუზიური, პლურალისტური და ტოლერანტული გარემო კავკასიის რეგიონის კონფლიქტით დაზარალებულ თემებში.

 

პროექტის გულისხმობს კავკასიის რეგიონის სხვადასხვა თემებში მცხოვრები, 14-19 წლის ასაკის 600 ახალგაზრდის ჩართვას ახალგაზრდულ და სამოქალაქო აქტივიზმში. ამისთვოს, პრეოქტი:

 

 

-ხელს უწყობს ახალგაზრდების შესაძლებლობების და უნარების გაზრდას, რათა გახდნენ ლიდერები, თავად შეძლონ თავიანთი თემების საჭიროების განსაზღვრა და მათზე რეაგირება.

-მხარს უჭერს ახალგაზრდების საქმიანობას თემში. ახალგაზრდები თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომელიც ეხმიანება ახალგაზრდებისა და თემის საჭიროებებს

-ხელს უწყობს ახალგაზრდების მიერ ერთმანეთთან ურთიერთობების დამყარებას, კავშირების გაღრმავებას, რათა ახლაგაზრდებმა აღმოაჩინონ საერთო გამოწვევევები და შესაძლებლობებია

 

 

 მიზნის მისაღწევად, ქეა, გამოიყენებს პროექტში დაგეგმილ სტრატეგიებს:

 

  • -600-მდე ახალგაზრდის უნარების გაზრდა ტრენინგების საშუალებით, რომელიც ჩაუტარდებათ შემდეგ თემებზე: კომუნიკაცია, ლიდერობა, პიროვნული განვითარება. მეწარმეობა, საზოგადოებრივი საქმიანობა/აქტივიზმი.
  • - მცირე საგრანტო კომპონენტი ( ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა).
  • - რეგიონალური ადვოკატირების ღონისძიებები
  • - ახლაგაზრდული კონფერენციების ორგანიზება სხვადასხვა თემებში მცხოვრები ახლაგზრდების დასაკავშირებლად

 

 

პროექტის შედეგად, კავკასიაში გააქტიურდება ახალგაზრდული ჯგუფები და ორგანიზაციები. პროექტი მათ საშუალებას მიცემს, რომ გახდნენ ლიდერები, გაიაზრონ გამოწვევები და დაეხმარონ საკუთარ თემებს და საზოგადოებას.

პროექტის ფარგლებში ყველა სტრატეგია და აქტივობა შემუშავებული და განხორციელებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით.