ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით (WEE)
17/07/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

2019 წლის 1 მაისიდან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო  და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით იწყებენ 26-თვიან პროექტს. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.

 

პროექტი განხორციელდება კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტში. მისი მიზანია ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაძლიერება თემის განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:

 

  • სამიზნე თემთა შერჩევა სოციალური მობილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრებსა და თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
  • პროექტის საგანმანათლებლო და უნარების განვითარების პროგრამა, რომელიც ეხება შემდეგ საკითხებს: ადამიანის უფლებები; ქალთა ლიდერობა; გენდერულ ბიუჯეტირებაში მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად; კომპიუტერული პროგრამები; მცირე ბიზნესის ჩამოყალიბება, რეგისტრირება, მართვა და საგადასახადო ვალდებულებები; სამსახურის ძიების უნარები და სხვ.
  • საგრანტო პროგრამარომელიც გულისხმობს სამიზნე ჯგუფის მხარდაჭერას სახელმწიფო ან სხვა დონორთა საგრანტო პროგრამებში მონაწილეობისათვის (საკუთარი წვლილის შესამცირებლად) და მხარდაჭერა პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების მიზნით.
  • რეგიონული კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ქალთა განათლების ხელშეწყობის, დასაქმების და ეკონომიკური გაძლიერების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და კავშირების უზრუნველყოფას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანელი ქალებისათვის.

 

პროექტის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბდება და განვითარდება ქალთა თვითდახმარების ჯგუფები; მოხდება ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა; გაძლიერდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა თემის განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით.

 

 პროექტში ქეას ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს:

 

  • პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორიდან, მათი საქმიანობის აღწერა, პროექტში მათი მომავალი ჩართულობისა და თანამშრომლობის კუთხით;

 

  • პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის:ორგანიზაციის სტრატეგიის, პროგრამული დოკუმენტებისა და პრაქტიკის გადახედვა, საჭიროებების შეფასება, და შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

 

  • სოციალური მობილიზაციის შედეგად გაძლიერებულ ქალების ხელშეწყობა და მათ შორის კავშირების დამყარება რეგიონალური შეხვედრებისა და სემინარების მეშვეობით;

 

  • სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელებულ მსგავს პროექტებთან თანამშრომლობა ბენეფიცირ ქალებს შორის გაცვლითი ვიზიტების მეშვეობით;

 

  • სოციალურად მობილიზებულ ქალებთან ერთად VSLA (შეგროვებისა და დახმარების ჯგუფი სოფლად) მოდელის პილოტირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში;

 

  • სოციალურად მობილიზებული და ეკონომიკურად აქტიური ქალების ხელშეწყობა ქეას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

 

 

 

 

 

 

 

 


 გადმოწერეთ პროექტის საინფორმაციო ბროშურა