პროექტის დონორი: „ავასტის ფონდი" (AVAST Foundation), რომლის მიზანია ციფრული სივრცე გახადოს მეტად ინკლუზიური, გამჭირვალე და უსაფრთხო.
პროექტის არეალი: ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი
სამიზნე ჯგუფი: მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 ახალგაზრდა (14-30 წელი)
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე, იანვარი-დეკემბერი 2022
პროექტის მიზანია მესტიის მუნიციპალიოტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში გაზარდოს სამოქალაქო ჩართულობის და ციფრული ტექნოლოგიების უნარჩვევები, უპასუხოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების გზით. საპილოტე პროექტი შექმნილია და მიმდინარეობს „ქეა ჩეხეთისა" და „ქეა კავკასიის" მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტს ადგილობრივად პარტნიორობას უწევს ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG).
პროექტის მთავარი მიმართულებებია:
-ახალგაზრდების ციფრული განათლება და უნარების განვითარება ციფრული უსაფრთხოების კუთხით
-ახალგაზრდების აქტივიზმის-ინიციატივებისა და ციფრული კამპანიების მხარდაჭერა, რომელიც ეხმიანება და პასუხობს ადგილობრივი თემებისა და ახალგაზრდების საჭიროებებს
-პარტნიორობების და კავშირების დამყარება და გაძლიერება ციფრული განათლებისა და აქტივიზმის მიმართულებით
პროექტი იმუშვებს 50 ახალგაზრდასთან, 14-30 წლის ფარგლებში. პროექტში შეიქმნება 2 ახალგაზრდული ჯგუფი, რომელიც გაივლის სხვადასხვა თემატურ და პრაქტიკულ მომზადებას. ახალგაზრდები შეიმუშავებენ და განახორციელებენ სამოქალაქო ინიციატივებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან იმუშავებენ დაქირავებული პროფესიონალი ტრენერები და მენტორები.
პროექტი ეფუძნება მონაწილეობით მიდგომას და უზრუნველყოფს ახლაგაზრდების აქტიურ მონაწილეობას პროექტის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ისევე როგორც შესაბამისი პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას.
საპილოტე პროექტის პარალელურად ახალგაზრდულ ინიციატივებთან ერთად შეიქმნება სასწავლო კურიკულუმი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პროექტის მდგრადობაში.
პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან, უწყებათაშორის ორგანოებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა საქმიანობები სრულად შეესაბამებოდეს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედ სტრატეგიებს.